გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქობულეთში – 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით დაბა ჩაქვის დასახლების ნაწილს.
შუახევში – 09:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნენიას, ნიგაზეულსა და ფურტიოს.
ხულოში – 07:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხიხაძირს, ფაჩხას, ირემაძეებს, ღორჯომსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
®



