Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დეპუტატი და ბიზნესმენი გიორგი ჭყონია შპს „გზას“ ასხვისებს

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
gia chkonia_AJARATIMES.GE

11 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო განცხადება შპს „გზის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ.

განმცხადებელია შპს „ჯი აიკაპიტალის“ წარმომადგენელი ლია ჭყონია, რომელიც, იმავდროულად, „გზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. აღნიშნული კომპანიის 100%-იან წილს ბიზნესმენი და პარლამენტარი გიორგი ჭყონია ფლობს.

აღნიშნული პირისა და მისი ბიზნესინტერესების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კვლევა არაერთხელ გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ გაასაჯაროვა კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელშიც, სხვა კომპანიების პარალელურად, საუბარია ჭყონიას კუთვნილ შპს „გზის“ შესახებაც. კერძოდ, კვლევის თანახმად, ტენდერები მორგებულია დეპუტატის ინტერესებზე. ის კი, კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, „ქართულ ოცნებას“ ასეულობით ათას ლარს სწირავს.

„გამჭვირვალობის“ კვლევა 2026 წლის 11 ივნისს გამოქვეყნდა. ჭყონიამ შპს „ჯი აი კაპიტალის“ სასარგებლოდ წილის გასხვისება სწორედ იმავე დღეს გადაწყვიტა

განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული სერვისის მიღება ერთ დღეში სურდა. თუმცა საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა. დოკუმენტში წერია, რომ გიორგი ჭყონიას საკუთრებაში არსებულ 100% წილზე რეგისტრირებულია გირავნობა სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ. ამდენად, გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, მესაკუთრე/დამგირავებელი ვალდებულია, არ გაასხვისოს და არ დააგირავოს წილი გირავნობის უფლების შეწყვეტამდე. შესაბამისად, რეესტრმა ჭყონიას წილის გასხვისებაზე „ბანკი ქართუს“ თანხმობა მოსთხოვა.

საჯარო რეესტრიდან ბოლო ამონაწერი, რომელიც 2026 წლის 7 მაისით თარიღდება, გვამცნობს, რომ შპს „გზის“ 100% წილი კვლავ გიორგი ჭყონიას ეკუთვნის, ხოლო წილის მმართველი ჯიმშერ ზოიძეა. ეს ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობით (2026 წლის 17 ივნისი) კომპანიის რეგისტრირებული მონაცემები არ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭყონია 2024 წლიდან საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო სუბიექტი: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ფორმა: დელეგატი.

დაკავშირებული თემები🔻

ვინ არის “ოცნების” დელეგატად მივლენილი გიორგი ჭყონია – ბიზნესმენი, კომფორტულად ორ ხელისუფლებასთან

იუსტიციის სამინისტრომ ფართი „ოცნების” შემწირველი გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა

რა სარგებელს ნახულობ, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი ხარ – გიორგი ჭყონიას მაგალითი

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

 

 

Post navigation

Previous: უსკოს თავმჯდომარეობა პარმენ ჯალაღონიას აღარ სურს – თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი
Next: ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს

ნოემბერი 6, 2026
აჭარაში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნოემბერი 6, 2026
გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ vachroba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ნოემბერი 5, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს _AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს

ნოემბერი 6, 2026
აჭარაში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს police_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

აჭარაში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.