„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩი „გარეჯთან“, ანგარიშით 0 – 1 მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი, „დინამოს“ აკადემიის აღზრდილმა, ლევან ხოზრევანიძემ (58-ე წუთზე) გაიტანა.
ეროვნულ ლიგაში, ახალგაზრდა თავდამსხმელს დებიუტი მე-19 ტურში, „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ ჰქონდა და სადებიუტო მატჩი პირველი გოლი გაიტანა. „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის მომდევნო შეხვედრას 16 აგვისტოს გამართავს. „ბათუმელები“ 21-ე ტურში „გაგრას“ უმასპინძლებენ.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



