„დინამო ბათუმმა“ თურქეთში საწვრთნელი შეკრების ბოლო ტესტ-მატჩი წააგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ამხანაგურ შეხვედრაში 0 – 2 დათმო „ვორსკლასთან“.
როგორც იცით, „ბათუმელები“ 20 იანვრიდან, თურქეთში ამხანაგურ ტესტ-მატჩებში მონაწილეობდნენ. „თოლიებმა“ მთლიანობაში შვიდი შეხვედრა გამართეს და შვიდივე მატჩი დათმეს.
„დინამო ბათუმი“ თურქეთში საწვრთნელი შეკრებაზე, 2025 წლის ეროვნული ლიგის სეზონისთვის ემზადებოდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას „ბათუმელები“ ორ მარტს „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ გამართავენ.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე


