
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ საკუთარ მოედანზე „ქუთაისის ტორპედოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 გაიმარჯვა.
მატჩის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე რევაზ ინჯგიამ გაიტანა, რამაც ბათუმელებს სამი ქულა მოუტანა.
„დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგაში შემდეგ შეხვედრას 1 აპრილს „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ გამართავს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე