
აჭარაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის შედეგად, ბათუმსა და შემოგარენში აბონენტთა უმრავლესობას შუქი არ მიეწოდება.
დადასტურებული ინფორმაციით, ბათუმში სრულად გათიშულია შუქი, რამაც სერიოზული პრობლემა შექმნა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე სატრანსპორტო მოძრაობისთვის.
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ლიფტებში გაჭედილები არიან, ხოლო შუქნიშნების გარეშე ქალაქში საცობებია.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ელექტროენერგია სახელმწიფო ენერგო სისტემიდან არ მიეწოდებათ, თუმცა მიზეზი ჯერ ცნობილი არაა.
განახლება: ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით ნახევარის საათის შემდეგ აღდგა, თუმცა გათიშვის გამომწვევი მიზეზის შესახებ კომპანიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.