Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ე.წ “ქურდული გარჩევა” ბათუმში – დაკავებულია 2 პირი

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2024
prokuratura_AJARATIMES.GE

„ქურდული სამყაროს” წევრობისა და „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა, ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივნისს, ბათუმში, „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალდებულმა პირმა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით „ქურდული გარჩევა“ მოაწყო.

კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინ-კაზინოს მეშვეობით თითქოსდა 300 000 ლარი მოიგო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალდებული პირის დავალებით, „ქურდული სამყაროს” მხარდამჭერი დაზარალებულს და მის ნათესავს უკავშირდებოდა და დაშინებით და მუქარით „ქურდულ გარჩევაზე“ დაკისრებული თანხის დათქმულ ვადაში გადახდას ითხოვდა, რის გამოც დაზარალებულებმა 5000 ლარი „ქურდული სამყაროს” წევრის პირად საბანკო ანგარიშზე იძულებით გადარიცხეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1-ელ აგვისტოს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა უკვე შეეფარდათ. პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ქობულეთში, მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით 1 პირ დააკავეს
Next: “ზარალო არ დაგვაზარალო” – ქობულეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სულხან მესხიძე სექტემბერი 27, 2026
sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სექტემბერი 27, 2026
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

სექტემბერი 27, 2026
ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

სექტემბერი 27, 2026
4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

სექტემბერი 26, 2026
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

სექტემბერი 26, 2026
ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სექტემბერი 27, 2026
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

სექტემბერი 27, 2026
ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

სექტემბერი 27, 2026
4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

სექტემბერი 26, 2026
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა police_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

სექტემბერი 26, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.