Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

თეა ცაგურია სამსახურში არ დადის, ხელოვნების უნივერსიტეტი ლექტორს არ ათავისუფლებს

სულხან მესხიძე იანვარი 29, 2025
xelovnebis universiteti_AJARATIMES.GE

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარის ინციდენტის შემდეგ, თეა ცაგურია სამსახურში არ დადის, თუმცა მას სტატუსი არ შეჩერებია. ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, უნივერსიტეტში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

“აჭარა თაიმსი” ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დღეს, 29 იანვარს, ხელოვნების უნივერსიტეტში მივიდა და იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთან გასაუბრება სცადა, თუმცა ხათუნა ჯოხაძემ ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხა. მან ისიც კი ვერ განმარტა თუ რის საფუძველზე უნარჩუნდება თეა ცაგურიას ლექტორის სტატუსი.

ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმაც. ინგა ხალვაშმა საკითხის დაზუსტების მიზნით კვლავ იურიდიულ სამსახურთან გადაგვამისამართა.

“17 თებერვლამდე არდადეგებია, რადგან სასწავლო პროცესი შეფერხდა საგანი გადამიტანეს შემდეგ სემეტრში. ასევე, საკითხზე კომუნიკაცია მქონდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან,” – ასე გვიპასუხა თეა ცაგურიამ და ინგა ხალვაშთან მიმოწერის სქრინი გვაჩვენა. 

მიმოწერის სქრინის თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ცაგურიას საკითხის გარკვევას დაჰპირდა, თუმცა ინგა ხალვაშს საბოლოო პასუხი ცაგურიასთვის არ გაუცია.

გარემოება: თეა ცაგურია სამსახურში მას შემდეგ არ გამოცხადებულა, რაც მის ქმარს, უნივერსიტეტის დეკანსა და სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ცნობისთვის: ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და სამი სტუდენტი – გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე 5 000 ₾არიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლა.

ინფორმაციისთვის: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ხვალ, 30 იანვარს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექვსი თვის ვადით აირჩევს. უნივერსიტეტში “აჭარა თაიმს” განუცხადეს, რომ არჩევნებში ორი კანდიდატი, მამუკა ალაფიშვილი და სოფიო თავაძე მონაწილეობენ.

ორივე კანდიდატი ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ცნობისთვის, რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თემურ კეჟერაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

Post navigation

Previous: ხმაური და პოლიტიკური განცხადებები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
Next: კარვების გატაცება, სპეცრაზმის მობილიზება და პოლიციელების უკან დახევა – როგორ ვითარდებოდა მოვლენები ღამით აჭარის მთავრობასთან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 26, 2026
avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

სექტემბერი 26, 2026
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

სექტემბერი 26, 2026
ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

სექტემბერი 25, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

სექტემბერი 26, 2026
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა police_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

სექტემბერი 26, 2026
ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა avtobusi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

სექტემბერი 25, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.