Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში დამოუკიდებელი და საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი „BIAFF“-ი მეოცედ ტარდება. ფესტივალი 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. საიუბილეო პროგრამა საერთაშორისო და ქართულ კინოს, საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს, სპეციალურ ჩვენებებსა და პროფესიულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

საიუბილეო გახსნის ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მას „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებიც ესწრებოდნენ. ფესტივალის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასეთი მხარდაჭერა გასაკვირი არც უნდა იყოს. თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, არა თუ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლა და მერე – მედიასთან მხარდამჭერი კომენტარები, სახელმწიფო უწყებებმა ფესტივალის დაფინანსებაც კი შეწყვიტეს. იმ რთულ პერიოდში „BIAFF“-ის გუნდი ღონისძიებების გამართვას კერძო პირებისა და რამდენიმე საელჩოს მხარდაჭერით ახერხებდა.

„BIAFF“-ს 20 წლის იუბილე აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ მიულოცა და განაცხადა, რომ ბათუმში მიმდინარე ფესტივალი კინოინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ეს იქნება დასაწყისი ფესტივალის მეორე ეტაპისა, ახალი სუნთქვის და ახალი შემართების და ძალიან მალე ჩვენ გვეწვევა ასევე მნიშვნელოვანი მსოფლიო ვარსკვლავები და ბათუმი გახდება ფილმების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ მედიასთან საუბრისას.

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ მიხეილ კიკნაძემ კი „BIAFF“-ს ქართული კინოინდუსტრიისა და ქართული კულტურისთვის „კარგი პლატფორმა“ უწოდა და ყურადღება ფესტივალის 20-წლიან ისტორიაზე გაამახვილა. ეს შეფასებები განსაკუთრებით საინტერესოა „BIAFF“-ის ბოლო წლების დაფინანსების ისტორიის ფონზე.

სულ რაღაც ხუთიოდე თვის წინ, 2026 წლის აპრილში, ელისო ბოლქვაძეს „BIAFF“-ის შესახებ კითხვა დაუსვა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა. მინისტრმა უპასუხა, რომ აღნიშნულ ფესტივალზე სმენია და იცის, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, მაგრამ გარკვეული ფესტივალების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ხანგრძლივი ვადით აუცილებელი არაა.

„არის ფესტივალები, რომლებიც უნდა განვითარდეს. სახელმწიფოს არ აქვს იმის აუცილებლობა და ვალდებულება, რომ სულ აფინანსოს ყველა ფესტივალი“, – ასე განმარტა მაშინ მინისტრმა ოფიციალური პოზიცია.

არ ვიცით, საბოლოოდ მოუბრუნდათ, თუ – არა სახელმწიფო უწყებებს „BIAFF“-ზე გული, მაგრამ ფაქტია, რომ წელს, აჭარის კულტურის სამინისტროს გარდა, ფესტივალის მხარდამჭერთა შორის არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ბათუმის მერია. წლევანდელ ფესტივალს აქტიურად აშუქებს სახელისუფლებო მედია.

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის? პასუხის მისაღებად ჩვენი არაერთი, რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, ფესტივალის ადმინისტრაცია კითხვებს თავს არიდებს.

„მე ვერ დაგიზუსტებთ და ვერ დაგიდასტურებთ, რომ [„ქართულ ოცნებას“,] კრიტიკული განწყობები ჰქონდა ბიაფის მიმართ. არ ვიცი, ვინ შეიძლება გიპასუხოთ ამ საკითხზე. ვიცი, რომ წელს ბიაფი დიდი მასშტაბით წარდგა და ყველა კმაყოფილია“, – განუცხადა „აჭარა თაიმსს“ გოჩა გოგიბერიძემ.

ჩვენ მას ასევე ფესტივალის დაფინანსების ოდენობის შესახებ ვკითხეთ. მისი თქმით, წელს სპონსორების ჩამონათვალი ვრცელია, შესაბამისად, დაფინანსების ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ცნობისთვის, ფესტივალი 2006 წელს დაარსდა და თავიდანვე ორიენტირებული იყო ინტელექტუალური კინოს ჩვენებაზე. ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. ამ წლების განმავლობაში ბათუმს არაერთი ცნობილი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანი ესტუმრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო არენაზე თავის დამკვიდრებას იწყებდა. 2022 წელს კი სახელმწიფო ორგანოებმა და უწყებებმა „BIAFF“-ის დაფინანსებაზე უარი თქვეს და 2026 წლამდე საკითხი გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა.

დაკავშირებული თემები ⇓

აჭარის განათლების სამინისტრო და ბათუმის მერია BIAFF-ს არც წელს დააფინანსებს

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ აჭარის ბიუჯეტიდან 673 180 ლარი გადაერიცხა

 

Post navigation

Previous: ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე ორ დღეში დაიკეტა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
batumis tazari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე ორ დღეში დაიკეტა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე ორ დღეში დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 23, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე ორ დღეში დაიკეტა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე ორ დღეში დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.