Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ აჭარის ბიუჯეტიდან 673 180 ლარი გადაერიცხა

აჭარა თაიმსი აპრილი 21, 2026
_AJARATIMES.GE

2026 წლის 17 აპრილს აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ახლად შექმნილი კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელის ანგარიშს მოუსმინეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო ჩხეტია ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) ბედით დაინტერესდა და ელისო ბოლქვაძეს ჰკითხა: „რა იცით ბიაფის შესახებ, რა გააკეთა სამინისტრომ ამ ხნის განმავლობაში ფესტივალთან დაკავშირებით და თუ არაფერი გაუკეთებია, რატომ არ გაუკეთებია და ზოგადად, რას აპირებთ?“

ელისო ბოლქვაძემ კითხვის ავტორს უპასუხა, რომ აღნიშნული ფესტივალის შესახებ სმენია, და იცის, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, მაგრამ გარკვეული ფესტივალების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ხანგრძლივი ვადით აუცილებელი არაა. „არის ფესტივალები, რომლებიც უნდა განვითარდეს. სახელმწიფოს არ აქვს იმის აუცილებლობა და ვალდებულება, რომ სულ აფინანსოს ყველა ფესტივალი“, – განაცხადა ტრიბუნასთან მდგარმა ბოლქვაძემ.

ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა გარემოება, რომ მაშინ, როცა მინისტრი საჯაროდ საუბრობს ზოგიერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების აუცილებლობის არქონაზე და მათ მნიშვნელობას ირიბად აკნინებს, თავად წლებია დაკავშირებულია ფესტივალებთან, რომლებიც პრაქტიკულად სრულად ბიუჯეტის რესურსებზეა დამოკიდებული. სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება კითხვები სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტებსა და თანმიმდევრულობაზე.

„აჭარა თაიმსი“ დაინტერესდა, რამდენი წლის განმავლობაში აფინანსებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალსა“ და ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალს, რომლებსაც ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ბათუმში 2014 წლიდან მართავს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე სულ რვა პირდაპირი შესყიდვა იძებნება. ყველა მათგანში შემსყიდველი მხარეა სსიპ „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“, რომელიც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარით ფინანსდება (მაგალითად, 2024 წელს ფაქტობრივმა დაფინანსებამ 6 861 600 ლარი შეადგინა, 2025 წელს – 6 258 300 ლარი, ხოლო 2026 წლის გეგმა 7 186 700 ლარია). ფესტივალების ჩატარება და ორგანიზება კი 100%-ით ფინანსდება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ელისო ბოლქვაძის „ლირამ“ ფესტივალი 2022-2023 წლებშიც ჩაატარა, თუმცა სახელმწიფო დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვით, საიდან დაფინანსდა 2025 წელს ღონისძიება.

საჯარო წყაროების თანახმად, მისი  მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერია, ბათუმის დრამატული თეატრი, იაპონიის საელჩო საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო საქართველოში, ბანკი „ქართუ“ და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. რაც შეეხება 2020-2021 წლებს, შეგახსენებთ, რომ კორონავისრუსით გამოწვეული პანდემიის გამო, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ამდენად, აღნიშნულ წლებში ფესტივალი არ ჩატარებულა.

საბოლოოდ, 8 წლის განმავლობაში, ფესტივალების ორგანიზებისა და ჩატარების ფარგლებში, ელისო ბოლქვაძის „ლირას“ აჭარის ბიუჯეტიდან 673 180 ლარი გადაერიცხა.

ინფორმაციისთვის: ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) 2006 წელს დაარსდა და იმ დღიდან მოყოლებული, ბათუმში გამართულ ფესტივალებს ყოველწლიურად არაერთი უცხოური თუ ქართული კინოს წარმომადგენელი სტუმრობდა. 2022 წელს ხელისუფლებამ BIAFF-ის დაფინანსება შეწყვიტა, თუმცა სხვა ფესტივალებს, უკვე წლებია, რაც ფინანსურ მხარდაჭერას არ აკლებს.

გარემოება: ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე აჭარის კულტურის მინისტრობამდე „ქართული ოცნების“ სიით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა და პარალელურად, მისი ფონდი უპრობლემოდ იღებდა დაფინანსებას აჭარის ბიუჯეტიდან.

მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ბოლქვაძემ ასევე უპრობლემოდ დაუფინანსა ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ღონისძიება „ოცნების“ სიით პარლამენტში მოხვედრილ ლაშა ტალახაძეს – აჭარის კულტურის სამინისტრო, ტალახაძის თხოვნით, 220 000 ლარს ელექტრონული ტენდერის გარეშე ხარჯავს. სწორედ ამდენს მიიღებს შპს ,,ბიზნესისა და წარმატების აკადემია SDS“ გახსნის ცერემონიის კულტურული ღონისძიების ორგანიზებისთვის. მხარეებმა ხელშეკრულება 17 აპრილს გააფორმეს.

დაკავშირებული თემები ⇓

  • ოთხი ახალი ავტომობილი აჭარის კულტურის სამინისტროსთვის
  • 4 თვის განმავლობაში ბოლქვაძე სულ მცირე 3-ჯერ იყო შვებულებაში
  • ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიისთვის 250 000 ლარის დაფინანსებას აჭარის კულტურის სამინისტროსგან ითხოვს
  • სასამართლომ აჭარის კულტურის სამინისტროს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის დანიშვნა დროებით აუკრძალა

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

აჭარა თაიმსი აპრილი 21, 2026
manqanebi bulvarshi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტზე სამართალდამრღვევები დააჯარიმეს

აჭარა თაიმსი აპრილი 20, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან

აჭარა თაიმსი აპრილი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

აპრილი 21, 2026
ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ აჭარის ბიუჯეტიდან 673 180 ლარი გადაერიცხა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ აჭარის ბიუჯეტიდან 673 180 ლარი გადაერიცხა

აპრილი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 20, 2026
ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტზე სამართალდამრღვევები დააჯარიმეს manqanebi bulvarshi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტზე სამართალდამრღვევები დააჯარიმეს

აპრილი 20, 2026
სკ „ბათუმმა“ სუპერლიგის რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა – ცნობილია კლუბის მეტოქე ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე _AJARATIMES.GE
  • სპორტი

სკ „ბათუმმა“ სუპერლიგის რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა – ცნობილია კლუბის მეტოქე ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე

აპრილი 20, 2026
ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან

აპრილი 20, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

აპრილი 21, 2026
ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ აჭარის ბიუჯეტიდან 673 180 ლარი გადაერიცხა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ აჭარის ბიუჯეტიდან 673 180 ლარი გადაერიცხა

აპრილი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 20, 2026
ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტზე სამართალდამრღვევები დააჯარიმეს manqanebi bulvarshi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტზე სამართალდამრღვევები დააჯარიმეს

აპრილი 20, 2026
სკ „ბათუმმა“ სუპერლიგის რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა – ცნობილია კლუბის მეტოქე ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

სკ „ბათუმმა“ სუპერლიგის რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა – ცნობილია კლუბის მეტოქე ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე

აპრილი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.