Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიისთვის 250 000 ლარის დაფინანსებას აჭარის კულტურის სამინისტროსგან ითხოვს

სულხან მესხიძე აპრილი 13, 2026
AI generation, bizina ivanishvili, lasha talaxadze, eliso bolqvadze_AJARATIMES.GE

ფოტო გენერირებულია AI მიერ

ლაშა ტალახაძე ბათუმში, ევროპის მოედანზე, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გამართვას გეგმავს. ღონისძიებას, სავარაუდოდ, აჭარის კულტურის სამინისტრო დააფინანსებს. ამ უკანასკნელს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა წერილით უკვე მიმართა. აჭარის ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხა  250 000 ლარს შეადგენს.

როგორც ფედერაციის წერილში ვკითხულობთ, საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დაგეგმილ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე მიწვეული არიან ოფიციალური პირები, სპორტსმენები, დელეგაციების წარმომადგენლები, ევროპის ფედერაციების ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები.

„ჩემპიონატის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევა გახსნის ცერემონიის ფარგლებში კულტურული პროგრამის ჩატარება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორი – როგორც ქორეოგრაფიული, ისე მუსიკალური ნომრები,“ – წერია ფედერაციის მიმართვაში, რომელიც აჭარის კულტურის სამინისტროს გაეგზავნა.

ამავე წერილით ფედერაცია სამინისტროს მიმართავს თხოვნით, ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებული ღონისძიების დაფინანსება და მხარდაჭერა.

აჭარის კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რათა მან გამარტივებული შესყიდვის განხორციელების ნებართვა მისცეს. სამინისტრო განმარტავს, რომ „საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ“ აჭარის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს, დაგვიანებით მიმართა, რის გამოც უწყება ვერ ასწრებს ელექტრონული ტენდერის გამოცხადებასა და მომსახურების შესყიდვას. ამდენად, ღონისძიებისთვის საჭირო სერვისების შეძენა გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის წესით იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელისო ბოლქვაძე თავად გადაწყვეტს, ვის გადაეცემა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

შესაბამისი განკარგულება ელისო ბოლქვაძემ უკვე გამოსცა და ამ ეტაპზე განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განხილვის პროცესშია. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის“ ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით აუცილებელია გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიების პირდაპირი წესით შესყიდვა.

დათანხმდება თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აღნიშნულ მოთხოვნას, ამ ეტაპზე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ღონისძიება 19-26 აპრილს გაიმართება.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, დეპუტატი ლაშა ტალახაძე ორი დღის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ის საორგანიზაციო საკითხებს ადგილზე განიხილავდა.


რა ვიცით საჯარო წყაროების თანახმად ლაშა ტალახაძეზე?

ლაშა ტალახაძე პარლამენტარი 2024 წლის ოქტომბერში გახდა. ბოლო დეკლარაციის თანახმად, მისი და მისი მეუღლის, ანა დემურიას მნიშვნელოვან ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.

დოკუმენტის მიხედვით, ოჯახი ჯამში 13 ბინას ფლობს, მათ შორის რამდენიმე 2024 წელსაა შეძენილი. უძრავი ქონება ძირითადად თბილისში, ბათუმსა და მცხეთაშია განთავსებული. გარდა ამისა, ტალახაძეს საკუთრებაში აქვს რამდენიმე ავტომობილი.

დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ხუთ კომპანიაში ფლობს წილებს. ერთ-ერთი ბიზნესიდან მან 2024 წელს დაახლოებით 680 ათასი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება ფინანსებს, ტალახაძეს საბანკო ანგარიშზე 1 მილიონი ლარი აქვს. 2024 წელს მისი ჯამური შემოსავალი სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის სპორტული ჯილდოებიდან და სპონსორებიდან, მილიონ ლარს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ამავე პერიოდში მისი ხარჯები, ძირითადად უძრავი და მოძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია სესხის ვალდებულებები და ზეპირი ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული მსხვილი გადახდები.


კიდევ რით დაამახსოვრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საზოგადოებას თავი?

პარლამენტში ყოფნისას, მან კრიტიკული პოსტის ავტორს შეურაცხმყოფელი, მათ შორის სექსისტური შინაარსის შეტყობინებები გაუგზავნა. იმავე დღეს მსგავსი კომუნიკაცია სხვა მომხმარებლებთანაც ჰქონდა.

ლაშა ტალახაძე აქტიურად პასუხობდა მის მიმართ გამოქვეყნებულ კრიტიკულ პოსტებსა და კომენტარებს, როგორც საჯაროდ, ისე პირად შეტყობინებებში:

„საწყლებო“, „მათხოვრებად იქეცით“, “ნა*უი უზრდელო ქალბატონო“, „სხვაგან მომწვდები და იქ არ მოგიწიოს დაფურთხება“, „ერთ ადგილს ვერ მოჭამთ ვერავის“.


4 თვის განმავლობაში ბოლქვაძე სულ მცირე 3-ჯერ იყო შვებულებაში

Post navigation

Previous: ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, არიან დაშავებულები – ავარია ბათუმში
Next: ბათუმში ავარიის შემდეგ დაზარალებული მხარე დამატებით მკურნალობასა და საზღვარგარეთ გამოკვლევას ითხოვს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აჭარა თაიმსი აგვისტო 31, 2026
fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის ნახევარფინალშია

აჭარა თაიმსი აგვისტო 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აჭარა თაიმსი აგვისტო 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026
მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აგვისტო 31, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა saxlis dazianeba_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.