Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევება სასამართლო პროცესის დასრულებამდე არ ემუქრება – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

admin 10/05/2025
temur katamadze_AJARATIMES.GE

თემურ ქათამაძეს სასამართლო დავის დასრულებამდე საქართველოს დატოვება არ მოუწევს — ამის შესახებ განცხადებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ქათამაძის ინტერესებს სტრასბურგში სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაიცავს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ და მას ნებაყოფლობით ქვეყნის დასატოვებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის ოფიციალურ ზეპირ კომუნიკაციაში მოცემული განმარტებით, აღნიშნული ვადის ათვლა ჯერ არ დაწყებულა და ის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც სასამართლო მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაძევების შესახებ მიღებულ აქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე კვლავ მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში იმყოფება და ელოდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეროვნულ დონეზე თემურ ქათამაძეს სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს.

„ადგილობრივ დონეზე სასამართლო დავის დასრულებისა და გაძევების პროცედურების დაწყებისთანავე კი „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენება, თურქეთში მისი იძულებითი გაძევების პირობებში მოსალოდნელი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის სიახლეებს საქმესთან და პროცედურებთან დაკავშირებით,“ – წერია განცხადებაში.

მედროშე ბაბუ – ბათუმის აქციების სიმბოლო

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი – ელჩი
Next: ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა

admin 05/11/2025
muni_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურადაა, მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“

admin 05/11/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 04/11/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო

05/11/2025
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა munii_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა

05/11/2025
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა

05/11/2025
პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურადაა, მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“ muni_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურადაა, მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“

05/11/2025
ცნობილი თამადა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ცნობილი თამადა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება

04/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

04/11/2025
„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო

05/11/2025
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა munii_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა

05/11/2025
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა

05/11/2025
პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურადაა, მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“ muni_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურადაა, მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“

05/11/2025
ცნობილი თამადა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ცნობილი თამადა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება

04/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.