
თოვლის მიზეზით, ბათუმში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ყველა მიმართულებით მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ „აჭარა თაიმს“ ავტოტრანსპორტის ცხელ ხაზზე განუცხადეს. ოპერატორის თქმით, ცუდი ხილვადობის გამო მძღოლებს გადაადგილება უჭირთ.
ცნობისთვის: ბათუმის ქუჩები თოვლისგან ინტენსიურად არ იწმინდება, რის შედეგადაც ტრანსპორტის გადაადგილება რთულდება.