თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული საზღვრის კვეთის წესები იცვლება. ძველი რეგულაციის მიხედვით, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკმარისი იყო მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა. თუმცა, ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები და ავტოავარიების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური სირთულეების გამო, რეგულაცია მკაცრდება.
ახალი წესების თანახმად, საქართველოს საზღვარს მხოლოდ ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევის მქონე პირები გადმოკვეთენ. დაზღვევა მოიცავს:
-
საავადმყოფოს ხარჯებს;
-
ავარიებს;
-
სასწრაფო დახმარებას;
-
სავალდებულო დაბრუნების ხარჯებს;
თურქული მედიის მიხედვით, ახალი რეგულაცია მოქალაქეებს უფრო უსაფრთხო მოგზაურობას და ფინანსურ პრობლემებისგან დაცვას უზრუნველყოფს.



