Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

იტალიელი ჟურნალისტების მედია ტური აჭარაში

admin 28/10/2024
_AJARATIMES.GE

აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმში იტალიელი ჟურნალისტები იმყოფებიან.

აჭარის შესახებ საგანმანათლებლო, დოკუმენტური შინაარსის სიუჟეტს ცნობილი იტალიური იუთუბ არხის ნოვა ლექტიოს ჟურნალისტი ამზადებს.

იტალიურ მედიას ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაშუქებაში ტურის მენეჯერი ანა აბუაშვილი და ჟურნალისტი/მედია კოლაბორატორი მარიამ პაკაცოშვილი ეხმარებიან.

,,რამდენიმე დღეა აჭარაში ვიმყოფებით და გაოცებული ვართ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით. ჩვენ გადავიღეთ მაღალმთიანი აჭარა და ბათუმის ტურისტული, ისტორიული ზონები. ვფიქრობ, შთამბეჭდავი ტური გამოვიდა და ამისთვის მადლობა ქართველ ხალხს”. სიმონე გუიდა- ნოვა ლექტიოს წამყვანი ჟურნალისტი.

გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა აჭარის მაღალმთიანეთი, ხულო,  შუახევი და ქედა, სადაც  ადგილობრივების ყოფა ცხოვრებას, ტოლერანტობას და ტრადიციებს გაეცნენ,  მთიან აჭარაში გადაღებული კადრებიც კლიპში აისახება.

სიუჟეტში ასევე წარმოჩენილი იქნება აჭარის პოლიტიკური მოწყობა და სეპარატიზმი, ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, პორტის ისტორიული მნიშვნელობა და საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბები.

,,ჩვენ ჩავწერეთ ადგილობრივი ბიზნესმენები, ისტორიკოსები, ანთროპოლოგები… იტალიელ მეგობრებს ასევე მაღალმთიან აჭარაში ვაჩვენეთ, როგორ მიმდინარეობს თანაცხოვრება მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის. დავაგემოვნებინეთ ნამდვილი ქართული, ავთენტური კერძები, გავაცანით ჩვენი ქვეყნის ისტორია და ამჟამინდელი ყოფა-ცხოვრება. ვფიქრობ, საინტერესო და ისტორიული, დოკუმენტური შინაარსის სიუჟეტი მომზადდება, რაც მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის მთავარ ღირსებებს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს”- მარიამ პაკაცოშვილი, მედია კოლაბორატორი.

აჭარის ტურისტულ ლოკაციებზე ვიდეორგოლის მომზადების  მთავარი მიზანი ჩვენი სამშობლოს პოპულარიზაციაა.

,,აჭარა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, თავისი წეს-ჩვეულებებით, ბუნებით და ადამიანებით. მას ულევი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ხუთი დღის განმავლობაში მე და მარიამმა ვუმასპინძლეთ იტალიურ მედიას, რომელსაც ვანახეთ აჭარის ყველა მხარე, დაწყებული მაღალმთიანი აჭარის სოფლებით და დამთავრებული სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიით. აღსანიშნავია, ჩვენი რესპონდენტების და აჭარლების გვერდში დგომა, რასაც ნებისმიერ წუთას ვგრძნობდით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და შედეგსაც მალე ვიხილავთ”! ანა აბუაშვილი- ტურის მენეჯერი.

ამ არხს (Nova Lectio) იტალიაში 2 მილიონამდე ადამიანი უყურებს, მათ შორის ჩვენი ქართველი ემიგრანტები.

სიუჟეტი იტალიის ტელე ეკრანებზე ნოემბრის ბოლოს გავა.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: როგორ გადანაწილდა მანდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში
Next: “ოცნება” არჩევნების საერთაშორისო გამოძიების წინააღმდეგია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

აჭარაში უკანონო ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

admin 30/07/2025
_AJARATIMES.GE
  • ხულო

ჩაკეტილია ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზა — მიზეზი მეწყერია

admin 21/07/2025
xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

სასამართლომ ხულოს საკრებულოს ახალი ფრაქციის შექმნა დაავალა – ოპოზიციის სარჩელი დაკმაყოფილდა

სულხან მესხიძე 08/07/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

08/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

08/10/2025
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindis prognozi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

08/10/2025
2025 წელს ჟურნალისტებზე ზეწოლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს ჟურნალისტებზე ზეწოლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა – TI

08/10/2025
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

08/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

06/10/2025
ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

08/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

08/10/2025
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindis prognozi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

08/10/2025
2025 წელს ჟურნალისტებზე ზეწოლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა – TI _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

2025 წელს ჟურნალისტებზე ზეწოლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა – TI

08/10/2025
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

08/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.