Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

2025 წელს ჟურნალისტებზე ზეწოლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა – TI

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 8, 2025
jurnalistebi, media_AJARATIMES.GE

საქართველოში 2025 წლის პირველ ცხრა თვეში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის, მუქარისა და სამართლებრივი ზეწოლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა — ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალ ანგარიშში.

ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში მედიაზე ზეწოლა უფრო სისტემურ ხასიათს იძენს და მოიცავს როგორც სამართლებრივ, ისე ადმინისტრაციულ მეთოდებს. კვლევის მიხედვით, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ხელისუფლების მხრიდან ხშირად ხდებიან მიზანმიმართული ზეწოლის, სასამართლო დევნისა და ფინანსური ბარიერების მსხვერპლი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონულ მედიაში ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები ხშირად აწყდებიან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას. ამ კონტექსტში მოხსენიებულია ონლაინმედიის, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი სულხან მესხიძე, რომლის მიმართაც არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ადმინისტრაციული ზეწოლისა და გამოძიების საგნად ქცეული თემების გამო.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს რამდენიმე დამოუკიდებელმა ტელევიზიამ მაუწყებლობა სრულად შეწყვიტა. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ინფორმაციით, 21 რეგიონული ტელევიზიიდან მხოლოდ ოთხი აგრძელებს საინფორმაციო გამოშვებების წარმოებას, რაც ფინანსურ სირთულეებთან და მაუწყებლობის რეგულაციების გამკაცრებასთან არის დაკავშირებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განსაკუთრებულად გამოყოფს მზია ამაღლობლის, ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, დაკავებასა და ორწლიან პატიმრობას, რაც ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ნაბიჯია.

დოკუმენტში აღწერილია ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდასხმისას დაშავდა შვიდი ჟურნალისტი. მათ შორის, პოლიციელის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტ ქეთევან ხუციშვილს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ხშირად შეიცავს ჟურნალისტების დისკრედიტაციის ტონს და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიისადმი ნდობის შერყევას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასკვნის, რომ მედიაგარემო ქვეყანაში სულ უფრო მეტად ხდება კონტროლის ქვეშ მოქცეული, ხოლო ჟურნალისტები მუშაობენ ზეწოლის, დაშინებისა და ფინანსური გაურკვევლობის პირობებში.

Post navigation

Previous: ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
Next: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აჭარა თაიმსი აგვისტო 14, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.