Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

კონკურენციის სააგენტოს მიერ შესწავლილ რამდენიმე საქმეზე სერიოზული კითხვის ნიშნებია – კვლევა

აჭარა თაიმსი თებერვალი 12, 2024
kvleva_ajaratimes.ge

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებების შესწავლისას ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს, რომ სააგენტოს მეტი გულისხმიერება მართებს საქმის გარემოებების შესწავლისა და ანალიზისას – რამდენიმე საქმეზე სერიოზული კითხვის ნიშნებია, რადგან მნიშვნელოვანი საკითხები ან არ არის კარგად შესწავლილი ან სათანადო ყურადღება არ ექცევა, – ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტმა” ჩაატარა. როგორც ანგარიშში წერია, რიგ შემთხვევებში ნათელია, რომ სააგენტოს არ აქვს პოლიტიკური ნება თავისი საქმიანობა ეფექტიანად განახორციელოს.

„კონკურენციის კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ ის შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. თუმცა, არის რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ ნორმებთან. მაგალითად, სანქციების ნაწილში. კერძოდ, “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე კანონის მე-6, მე-7, მე-11, მე-11 და მე-12 მუხლების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია წინა ფინანსური წლის განმავლობაში სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 5%-მდე დაჯარიმება. თუმცა, ეს ოდენობა ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჯარიმების ოდენობაზე ორჯერ ნაკლებია.

ევროკავშირში ასეთ შემთხვევებში ბრუნვის 10 პროცენტამდე ჯარიმებია გათვალისწინებული. საქართველოში კი, კანონით სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტების დაჯარიმება ბრუნვის 10 პროცენტამდე გათვალისწინებულია მხოლოდ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სააგენტოს უფლებამოსილება ძლიერდება კანონში შესული ცვლილებებისა და დამატებების შედეგად, 2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, 74 რომლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაანგარიშება გათვალისწინებულია არა წლიური ბრუნვიდან, არამედ წლიური შემოსავლიდან.

აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ რეგულაციებთან და ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების 204-ე მუხლთან. კერძოდ, საქართველოს უნდა ჰქონდეს „ყოვლისმომცველი კონკურენციის კანონმდებლობა, რომელიც ეფექტიანად იქნება მიმართული ანტიკონკურენციულ შეთანხმებებზე, შეთანხმებულ ქმედებებსა და დომინირებული საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების ერთპიროვნულ ანტიკონკურენციულ ქმედებაზე და რომლებიც ითვალისწინებს შერწყმების ეფექტიან კონტროლს, თავისუფალი კონკურენციის მნიშვნელოვანი შეზღუდვისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით“…

გარდა ამისა, აღნიშნული კანონმდებლობის აღსრულება უნდა მოახდინოს შესაბამისმა ორგანომ ეფექტიანად. სამწუხაროდ, აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება ვერ მოხდება.

სანქციები უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და შემაკავებელი. შემოსავლიდან ჯარიმების დაანგარიშების შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს საშუალება ექნება დაჯარიმებამდე ისე იმოქმედოს, რომ შემოსავალი და მოგება მინიმუმამდე დაიყვანოს, რაც მისთვის უმნიშვნელო ოდენობის ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სააგენტოს არასოდეს დაუწესებია მაქსიმალური ოდენობის ჯარიმა და კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მე-7 მუხლის განმეორებით სამართალდარღვევის შემთხვევაში არ გამოუყენებია უფრო მკაცრი ოდენობის ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა კონკურენციის ყველაზე მძიმე შეზღუდვებს (ნავთობის ბაზარზე 2018 წლის და 2023 წლის გადაწყვეტილებები). ასევე მნიშვნელოვანია ევროპული რეგულაციებისა და გაიდლაინების სიღრმისეული შესწავლა და მათი იმპლემენტაცია ჩვენს კანონმდებლობაში და გაიდლაინებში. თუმცა, მარტო გადმოტანა არაა საკმარისი და მათი გამოყენებაცაა საჭირო საქმეების შესწავლის დროს.

განსაკუთრებით ეს შეეხება კონცენტრაციების შემთხვევებს. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებების შესწავლისას ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს, რომ სააგენტოს მეტი გულისხმიერება მართებს საქმის გარემოებების შესწავლისა და ანალიზისას. რამდენიმე საქმეზე სერიოზული კითხვის ნიშნებია, რადგან მნიშვნელოვანი საკითხები ან არ არის კარგად შესწავლილი ან სათანადო ყურადღება არ ექცევა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ რიგ შემთხვევებში ნათელია, რომ სააგენტოს არ აქვს პოლიტიკური ნება თავისი საქმიანობა ეფექტურად განახორციელოს,”- აღნიშნულია კვლევაში.

Post navigation

Previous: ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა
Next: დააკავეს კაცი, რომელიც ქალს ინტიმური შინაარსის ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი აგვისტო 4, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026
dachra_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ივლისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.