მსმენელს დიდი მუსიკალური ზეიმი ელოდება – ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 აგვისტოდან 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.
ფესტივალი, რომელიც 1982 წელს აფხაზეთში დაარსდა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული მუსიკალური ღონისძიებაა. წელს იგი მსმენელს მსოფლიოში აღიარებული ქართველ და უცხოელ ვარსკვლავებს, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს წარუდგენს.
ბორჯომი - სასტუმრო ბორჯომი ლიკანის ტერიტორია
-
20 აგვისტო, 19:00 – საზეიმო გახსნა: მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია), მორის შტეგერი (ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია), საქართველოს ვირტუოზები.
-
22 აგვისტო, 19:00 – „მორიკონე – კინოს ლეგენდა“: ნელო სალცა (საყვირი, იტალია), სოფო ხალვაში (ვოკალი, საქართველო), გიორგი შიოლაშვილი (ფორტეპიანო, საქართველო), საქართველოს ვირტუოზები. შესრულდება მუსიკა ფილმებიდან: ერთხელ ამერიკაში, სიცილიური კლანი, მალენა, ახალი კინოთეატრი პარადიზო და სხვ.
-
24 აგვისტო, 19:00 – „ვივალდის ციებ-ცხელება“: ანდრეს გაბეტა (ვიოლინო/დირიჟორი, საფრანგეთი), მორის შტეგერი (ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია), საქართველოს ვირტუოზები. შესრულდება ვივალდის კლასიკური კონცერტები ვიოლინოსა და ფლეიტისთვის.
-
26 აგვისტო, 19:00 – „ტანგოს სული“: მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია), თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო, საქართველო), კვინტეტი საქართველოს ვირტუოზები. პროგრამაში ასტორ პიაცოლას, იგორ სტრავინსკის და სხვა კომპოზიტორთა ტანგოები.
ბათუმი - ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი
-
კონცერტები ბათუმში ასევე გაიმართება ფესტივალის ფარგლებში, იწყება 20:00 საათზე. მსმენელი მოისმენს საერთაშორისო ვარსკვლავებისა და ადგილობრივი ვირტუოზების შესრულებებს. ბათუმის პროგრამა მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მუსიკას და წარმოდგენებს საბალეტო ნომრებით.
თბილისი – კონსერვატორიის დიდი დარბაზი
-
9 ოქტომბერი, 20:00 – ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი, იტალია), ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო, საქართველო/თურქეთი), საქართველოს ვირტუოზები. შესრულდება ბრამსის სავიოლინო კონცერტი და ჩაიკოვსკის სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის.
-
11 ოქტომბერი, 20:00 – პროექტი „Astor“: Balletto Di Roma (იტალია), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია). ასტორ პიაცოლას უკვდავი მუსიკა შესრულდება დრამატულობით, ვიზუალური სილამაზითა და ქორეოგრაფიული ექსპრესიის მაქსიმალური გამოხატვით.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ასევე ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“, სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე. მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში და სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“.


