
დღეს, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმართება გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა. პროცესმა საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
სასამართლო სხდომას ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების ელჩები:
- შვედეთის ელჩი – ანნა ლიბერგი;
- ესტონეთის ელჩი – მარგე მარდისალუ-კაჰარი;
- ნორვეგიის ელჩი – ბერგლიოტ ჰოვლანდი;
- დანიის ელჩი – ენ ტოფტ სორენსენი
პროცესს ასევე ესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გერმანიის, ნიდერლანდების და პოლონეთის საელჩოების წევრები.
გარდა დიპლომატიური წრეებისა, პროცესს ესწრებიან საერთაშორისო მედიის თავისუფლების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურად ჩავიდნენ საქართველოში ამ საქმის დაკვირვებისთვის. მათ შორის არიან:
- „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“
- „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“
- „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI)
მათ მიერ პროცესის მონიტორინგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მზია ამაღლობელის საქმის საერთაშორისო რეზონანსს და მედიის თავისუფლების კონტექსტში მის მნიშვნელობას.