
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგიერთ რეგიონში – ძლიერი ნალექი და სეტყვა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში კი არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გაჩენისა და გააქტიურების საშუალო საფრთხე. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.