18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგნოზირებულია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. შავ ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სპეციალისტების შეფასებით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს:
- მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება;
- მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები;
- გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება;
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საფრთხის დონე საშუალოდ არის შეფასებული.



