
9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და დროგამოშვებით ძლიერი ქარი. შავი ზღვის აკვატორიაში მოსალოდნელია 4-6 ბალიანი შტორმი.
სპეციალისტების განმარტებით, მოსალოდნელმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე — წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში — მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, განსაკუთრებით კი — იმ რეგიონებში, სადაც წარსულშიც ფიქსირდებოდა სტიქიური მოვლენები. საფრთხის დონე — მაღალი.