Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

მოქალაქემ უხარისხოდ დაგებული ასფალტი ბათუმის მერიაში მიიტანა

admin 18/03/2025
asfalti_AJARATIMES.GE

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა N74-ში მერიამ ეზო ორჯერ მოასფალტა, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. მათი თქმით, ასფალტი სამუშაოების დასრულებიდან მალევე დაზიანდა.

“რა მდგომარეობაშია ასფალტი კი ხედავთ, ამოცვივდა კენჭები და მტვერი მოდის სახლში. ძველი ასფალტი სჯობდა, რაც იყო,” – თქვა ჩვენთან საუბრისას ნანული ცინცაძემ.

კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ, პრობლემის შესახებ ბათუმის მერიას არაერთხელ აცნობა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც ჩინოვნიკებმა პრობლემის აღმოსაფხვრელად არაფერი გააკეთეს თალიკო რუხაძემ ასფალტის დაზიანებული ნაწილები მერიაში, კერძოდ, კეთილმოწყობის სამსახურს მიუტანა. როგორც “აჭარა თაიმსთან” საუბრისას რუხაძემ აღნიშნა, გაფუჭებული ასფალტი სამსახურის უფროსის კაბინეტში დაყარა, რადგან უფროსმა და მოადგილემ მასთან შეხვედრა არ ისურვეს.

“ასფალტი არის ძალიან ცუდი. ორჯერ დაგებულია, თუმცა უხარისხოდ. ამოიყარა, თქვენ თვითონაც ხედავთ რა მდგომარეობაშია. ადამიანები ვართ და წესიერ მოპყრობას ვიმსახურებთ. ვინაიდან ყურადღებას არ გვაქცევენ იძულებული ვართ სხვა ზომებს მივმართოთ. ჩემი ეზოს სახელით ასფალტის ნატეხებს კეთილმოწყობის სამსახურში მივიტან,” – განაცხადა თალიკო რუხაძემ “აჭარა თაიმსთან” საუბრისას.

ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის მერიას, თუმცა უწყებაში საკითხზე კომენტარი არ გაკეთდა.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს – ენმ
Next: ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

admin 20/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

admin 20/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

სულხან მესხიძე 20/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხანძარი ბათუმში xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

20/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

20/10/2025
გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის giorgi gaxaria_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის

20/10/2025
ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

20/10/2025
ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

20/10/2025
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

19/10/2025
ხანძარი ბათუმში xandzari_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

20/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

20/10/2025
გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის giorgi gaxaria_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის

20/10/2025
ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

20/10/2025
ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

20/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.