მოჭადრაკე აჭარიდან საქართველოს ჩემპიონი გახდა. ტურნირი 20 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის გაიმართა.
გოგონათა კატეგორიაში პირველი ადგილი ლულუ დიასამიძემ მოიპოვა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
ტურნირის მთავარი პრიზი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საგზური იყო, რომელიც ორივე კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ.
საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის თბილისში 22-დან 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.
შეჯიბრებაში დაახლოებით 60 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად გაიმართა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



