Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

სტრასბურგმა „აგენტების“ კანონზე საქმის განხილვა დაიწყო – საქართველომ პასუხი ივლისამდე უნდა წარადგინოს

აჭარა თაიმსი აპრილი 1, 2026
evrosasamartlo_AJARATIMES.GE

2025 წლის 1 აპრილს მიღებული ე.წ. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით დავა საერთაშორისო დონეზე გადავიდა – 2026 წლის 31 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო და მისი არსებითი განხილვა გახსნა.

ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელმაც 2025 წელს აღნიშნული კანონი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი შეტანილია ექვსი მომჩივნის სახელით – სამი ორგანიზაცია („სტუდია მონიტორი“, „საქართველოს ამბები“ და საია) და მათი ხელმძღვანელები: ნონა ქურდოვანიძე, ნინო ზურიაშვილი და გელა მთივლიშვილი.

როგორც საია განმარტავს, სასამართლომ საქმე ყველა წარდგენილ მუხლთან მიმართებით მიიღო. საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებაზე, მათ შორის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, დისკრიმინაციის აკრძალვაზე და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, შეიძლება თუ არა საქმეს მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ საქმე პრიორიტეტულად განიხილება და მისმა საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა პრეცედენტული გავლენა იქონიოს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ევროპის საბჭოს წევრ სხვა ქვეყნებზეც.

საიას პოზიციით, აღნიშნული კანონი არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კანონი ქმნის „მსუსხავ ეფექტს“ – თვითცენზურისა და საქმიანობის შეზღუდვის რისკს.

საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, მათ შორის აუდიტის სამსახურს, პროკურატურასა და სასამართლოს – მინიჭებული აქვთ ფართო და დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის მისი თვითნებურად გამოყენების საფრთხეს.

ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მიმართ უკვე დასვა კონკრეტული შეკითხვები. მათ შორისაა:

  • აქვთ თუ არა მომჩივნებს „მსხვერპლის“ სტატუსი;
  • წარმოადგენს თუ არა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ვალდებულება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში ჩარევას;
  • ზღუდავს თუ არა კანონი გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას;
  • იწვევს თუ არა „უცხოური აგენტის“ ტერმინი სტიგმატიზაციას;
  • არის თუ არა სანქციები პროპორციული;
  • და ხომ არ გამოიყენება კანონი ფარული პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის კრიტიკული ხმების დასათრგუნად.

სასამართლომ საქართველოს მთავრობას პოზიციის წარსადგენ ვადად 2026 წლის 21 ივლისი განუსაზღვრა. ამის შემდეგ პროცესი წერილობით კომუნიკაციასა და შემდგომ განხილვაზე გაგრძელდება.

Post navigation

Previous: მოჭადრაკე აჭარიდან საქართველოს ჩემპიონი გახდა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქართველმა მეზღვაურმა ხმელთაშუა ზღვაში 36 მიგრანტი გადაარჩინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება frenburti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება

ოქტომბერი 9, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.