Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უქმდება

აჭარა თაიმსი ივნისი 4, 2025
nato da evrokavshiri_AJARATIMES.GE

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრის ლიკვიდაცია დაგეგმილია 2025 წლის 1-ელი ივლისიდან. გადაწყვეტილება რეორგანიზაციის ფარგლებში მიიღეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ცენტრის ფუნქციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ცენტრის უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა გაავრცელეს. მედიისთვის მიწოდებული ცნობებით, ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, რის შესახებაც საზოგადოებას სოციალური ქსელების მეშვეობით შეატყობინეს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით განხორციელდება რეორგანიზაცია და როგორი იქნება საინფორმაციო საქმიანობის მომავალი ფორმატი. არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც საქართველოს მთავრობის სხვა უწყებებს ამ ეტაპზე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.

ინფორმაციისთვის: ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი წლების განმავლობაში ახორციელებდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო და ინფორმაციულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ცენტრი თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სკოლებსა და უნივერსიტეტებთან ასევე, მონაწილეობდა საზოგადოებრივ დისკუსიებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

Post navigation

Previous: უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაშია ბრალდებული
Next: „შოთას თასი 2025“- საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში დაიწყო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აჭარა თაიმსი აგვისტო 14, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.