Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობას კვლავ კორუფციაში ადანაშაულებს

admin 15/02/2024
rezo kharazi_ajaratimes.ge

“ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობას კვლავ კორუფციაში ადანაშაულებს. პარტიის წევრების შეფასებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარვეზებით სრულდება, რაც საბიუჯეტო თანხების მითვისების შედეგია. რევაზ ხარაზის თქმით, აჭარაში ერთ მილიარდ ლარზე მეტი მოპარულია, რაზეც პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს.

რეზო ხარაზმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ შეჩერებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც თანხის გახარჯვის მიუხედავად დაუსრულებელია.

“ხალხზე თვალში ნაცრის შეყრაა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობის აწ უკვე პრემიერის – ირაკლი კობახიძის მხრიდან დღეს, კორუფციასთან ბრძოლაზე საუბარი. სწორედ ეს ორი ადამიანი იყო და რჩება კორუფციის სათავეში. ეს ყვლაფერი განსაკუთრებით კარგად ჩანს აჭარაში. სწორედ, მათი ძალისხმევითა და ხელშეწყობით, ქართული ოცნების 11 წლიანი მმართველობის დროს გაძარცვეს აჭარა.

არც ოლიგარქ, არაფორმალურ მმართველ ივანიშვილს და არც მისი პარტიის თავმჯდომარეს, ახლა უკვე ქვეყნის პრემიერს, არასოდეს გაუპროტესტებია და მოუთხოვია გამოძიება და დასჯა იმ მაღაჩინოსნების, რომელთა ხელითაც ძარცვავდნენ ბათუმს და აჭარას. არსადროს გვინახია ივანიშვილ-კობახიძის პოზიცია იმ პროექტებზე, რომლებზეც ფული დაიხარჯა და სამუშაოები არ შესრულდა. მაგ: ბათუმის ნაპირგამაგრება-55 მილიონი; სარფის ნაპირგამაგრება-60 მილიონი; ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაცია-19 მილიონი; გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია-23 მილიონი; ბათუმის შემოვლითი გზა ავტობანი-329 მილიონი; ბათუმის ნაგავსაყრელი-5 მილიონი; ყინულის სახლი და საცურაო აუზი-29 მილიონი და ბათუმის განათების სისტემების რეაბილიტაცია – 28 მილიონი.

არასდროს გაუპროტესტებია და მოუკითხავს საჯაროდ ღიად ამბავი ბათუმში, თუ როგორ გამდიდრდა თანამდებობის პირები მშენებლობის ნებართვებით. 70 პროექტში, აჭარაში მილიარდ ლარზე მეტი მოიპარა ივანიშვილ-კობახიძის მფარველობით 11 წლის განმავლობაში აჭარაში მათმა ხელდასმულმა ჩინოვნიკებმა,” – განაცხადა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: რა ეღირება უცხოური ვალუტა 16 თებერვალს
Next: საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება – სააგენტო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

admin 13/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

admin 13/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

admin 12/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE 3
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.