
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მეორე ტურში სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე დებიუტანტ „გორს“ 32:30 სძლია. პირველ ტაიმში ბათუმელებმა მეტოქე 21:13 დაამარცხეს, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა 11:7-ზე დაიცვეს.
ბათუმელთა ლელოები ზურა ნინიძემ, გიორგი შუკაკიძემ, პიტერ ვილიამსმა და ბუბა ნოზაძემ გაიტანეს. სწორედ ბუბა ნოზაძემ გამოიჩინა თავი ჯარიმების ზუსტი შესრულებითა და სამი გარდასახვით. მატჩის დასრულების შემდეგ ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მოქმედი ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს გამართავს – მესამე ტურში ბათუმი „ყაზბეგს“ დაუპირისპირდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე