Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რა რჩევები მიიღო ბათუმის მერმა 2023 წელს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსგან

admin 09/02/2024
archil chikovani_ajaratimes.ge

ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორამაციის თანახმად, 2023 წელს მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთი სხდომა გაიმართა. სხდომის ოქმის თანახმად, ირკვევა, რომ მრჩევლებმა ოთხი საკითხი განიხილეს და შესაბამისი დასაბუთებით არჩილ ჩიქოვანს მიმართეს.

სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილეს – ინფორმაციას სტილის დაცვით გთავაზობთ:

  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია – „მე ომბუდსმენი“-ს წერილი განსახილველად.
  • წერილი “რეცეპტორის ფესტივალის” ორგანიზატორებისგან, (კულინარიული ფესტივალია) ფესტივალის გამართვის დღეებში ძველი ბათუმის სანაპირო ზოლში ტერიტოროის გამოყოფის თაობაზე.
  • ბათუმის ბენდების წერილი, სარპეტიციო სივრცის გამოყოფის თაობაზე.
  • შპს „უნივერსალური სტუდია ბათუმი“-ს წერილი მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვის თაობაზე.

საბჭოზე განხილული აღნიშნული საკითხების შესახებ მრჩევლებმა სარეკომენდაციო მოსაზრებები მერს წარუდგინეს.

1 საკითხი: წერილში დასმულია საკითხი, სადაც ავტორი მიუთითებს რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებშია მერის მრჩეველთა საბჭოებში არ არის სტატისტიკურად წარმოდგენილი შშმ პირები, რომელიც იქნება მათი რაიონის შშმ პირთა სხვადასხვა პრობლემების ძირითადი გამხმოვანებელი. პასუხად ვთვლით, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში შშმ პირთა სხვადასხვა პრობლემების საკითხებს აქტიურად სვამს ბ-ნი რამინ მაჭარაშვილი – ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; წერილში ასევე ნახსენებია ბათუმში შშმ პირებისთვის პარკირების სპეციალური ადგილებზე, მანიშნებლების, ამკძალავი ნიშნების ან არასებობის შესახებ, ან თუ პარკირების ადგილი გამოყოფილა, ურჩი მძღოლების მიერ დაკავებული ადგილების დამატებითი მონიტორინგის საჭიროებაზე. მრჩეველთა საბჭოს წევრების მოსაზრებით დამატებით მონიტორინგის წარმოება მუნიციპალური სამსახურიდან ნამდვილად გააუმჯობესებდა ამ სიტუაციას. ამ საკითხის შესახებ საბჭო გასცემს შესაბამის რეკომენდაციას.

2 საკითხი: წერილი “რეცეპტორის ფესტივალის” ორგანიზატორებისგან, (კულინარიული ფესტივალია) ფესტივალის გამართვის დღეებში ძველი ბათუმის სანაპირო ზოლში ტერიტოროის გამოყოფის თაობაზე. ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვეღარ ახერხებენ ფესტივალში მონაწილეობის მსურველი კვების ობიექტებისა და სტუმრების განთავსებას ძველ ტერიტორიაზე. ამ მიზეზით მათ მიერ მოთხოვნილია ნებართვა ფესტივალის ტერიტორიის გააფართოებასთან და სხვა ლოკაციაზე გადატანასთან დაკავშირებით. კერძოდ ძველი ბათუმის სანაპირო ზოლში. სხდომაზევე მოხდა ფესტივალის ორგანიზატორთან დაკავშირება და მათ განემარტათ რომ სანაპირო ზოლის დათმობის ნებართვა უნდა გამოითხოვონ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციიდან, შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებართვის გაცემის უფლების არსებობის შემთხვევაში.

3 საკითხი: ბათუმის ბენდების წერილი, სარეპეტიციო სივრცის გამოყოფის თაობაზე. მრჩეველთა საბჭოს წევრების სახელზე შემოვიდა წერილი მუსიკოსების ნიკო და გიორგი ბერიძეებისგან, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ სარეპეტიციო სივრცის არარსებობის გამო, ძალიან ურთულდებათ შემოქმედებით საქმიანობა. შესაბამისად ქალაქ ბათუმის მერიას სთხოვენ ამ საკითში მხარდაჭერას, რომ მოხერხდეს მუნიციპალური ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა სარეპეტიციო სივრცის მოსაწყობად. საბჭოს წევრის ქალბატონ რუსუდან შავიშვილის განმარტებით, ეს რეალური პრობლემაა ბათუმში მოქმედი მუსიკალური ბენდებისთვის. საბჭოს სხვა წევრების აზრითაც, მიზანშეწონილია მოხდეს მუნიპალურ ბალანსზე არსებული რომელიმე ფართის გამოძებნა და დროებით სარგებლობაში გადაცემა. ფართის გამოძებნის შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს შესაბამისი გრაფიკის შედგენა და ბათუმში მოქმედმა მუსიკალურმა ბენდებმა, დროის გადანაწილებით, მორიგეობით მოახერხონ რეპეტიცია, რაც მნიშვნელოვანია მათი არსებობისთვის.

4 საკითხი: შპს „უნივერსალური სტუდია ბათუმი“-ს წერილი მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვის თაობაზე. მერის მრჩეველთა საბჭოს წევრების სახელზე შემოვიდა წერილი, რომელშიც შპს „უნივერსალური სტუდია ბათუმი“ ითხოვს ბათუმში, მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას. ავტორს განემარტა, რომ მრჩეველთა საბჭოს კომპეტენციებს სცდება მსგავსი საკითხების განხილვა, ამიტომ მიზაშეწონილია მიმართონ შესაბამის უწყებებს.

 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველოში დიდი რაოდენობით კოკაინის შემოტანას ცდილობდნენ
Next: ქობულეთში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – პროკურატურა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

admin 13/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

admin 13/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

admin 12/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE 3
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.