გამოჩენილმა ქართველმა მეკარემ და „დინამო ბათუმის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, როინ კვასხვაძემ, საფეხბურთო კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა. ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა Instagram-ის „სტორიში“ გაავრცელა.
„მადლობელი ვარ უფლის, რომ ასეთი კარიერა მქონდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში… განსაკუთრებული მადლობა მამაჩემს, გია კვასხვაძეს, რომლის წვლილიც ფასდაუდებელია. ბედნიერი ვარ ყველა იმ ტიტულისთვის, რაც დამიგროვდა,“ – დაწერა კვასხვაძემ.
როინ კვასხვაძე „დინამო ბათუმში“ 2023-2024 წლებში ასპარეზობდა და გუნდის ღირსებასთან ერთად 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა – კარიერაში მეოთხედ.
ფეხბურთელის პროფესიული გზა 2005 წელს „ტორპედო ორში“ დაიწყო. შემდეგ ითამაშა „ს/კ ზესტაფონში“, სადაც ორჯერ – 2011 და 2012 წლებში – გახდა საქართველოს ჩემპიონი. იცავდა „ქუთაისის ტორპედოს“ ღირსებას, სადაც 2017 წელს ჩემპიონობა იზეიმა, 2018-ში საქართველოს თასი მოიგო, ხოლო 2019-ში სუპერ თასის მფლობელი გახდა.
კვასხვაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ასპარეზობდა და კარიერის განმავლობაში უცხოეთშიც ითამაშა – კვიპროსის კლუბებში „Paros FC“ და „Othellos Athien“.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



