
“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, უარი თქვა სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელზე. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ყაველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.
პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი ეფუძნება “გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოებრიობის პრინციპების დაცვას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას”.
“კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება,” – წერია მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის: საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც წერია, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ რუსული კანონი შეუთავსებელია კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან. პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, სალომე ზურაბიშვილი ითხოვს კანონის შეჩერებასა და საბოლოო გაუქმებას.
რუსული კანონის მხარდამჭერი ჩინოვნიკები, რომელთა შვილები ევროპასა და ამერიკაში დაიბადნენ