Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ნინო ნადირაძე ბათუმელ მედროშეს “ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას” ედავება და უჩივის

აჭარა თაიმსი მარტი 24, 2025
temur katamadze_AJARATIMES.GE

ინფორმაცია განახლდა: თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძე ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 2,800 ლარით დააჯარიმა. ქათამაძეს კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში სდებდა ბრალს.

ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ქათამაძემ ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თანაც გინებაც გაისმა და მის მიმართ ფეხიც მოიქნია. თემურ ქათამაძემ ბრალდება უარყოფს და აცხადებს, რომ ნინო ნადირაძისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია.


კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს სასამართლოში უჩივლა. მიზეზი კი, როგორც ნადირაძე ამტკიცებს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა.

ნადირაძის განცხადებით, ქათამაძემ მას პალატაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რაც მთავარია, „ფეხიც კი დაარტყა“. „არამარტო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არამედ წიხლიც ჩამარტყა. მეტს არაფერს გეტყვით, დღეს ჩემი დაბადების დღეა, ნახვამდის. დანარჩენს სასამართლო იტყვის“, – განაცხადა ნადირაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ თემურ ქათამაძემ საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე დაარღვია.

ინფორმაციისთვის: თემურ ქათამაძე 48 დღიანი შიმშილობის შემდეგ „ვივამედში“ გადაიყვანეს, რადგან შიმშილობის გამო მან გონება დაკარგა.

“იმ დღეს ინციდენტს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მიგრაციის დეპარტამენტის 3 პოლიციელი, გამოიძახეს პოლიცია. სინამდვილეში ეს არის ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ, მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მიერ ბათუმელი მედროშის მიმართ, ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული 48-საათიანი სპეცოპერაცია სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა და დასრულდა. სპეცოპერაციის მიზეზი და მიზანი, ქათამაძის განეიტრალებას ემსახურება“, – ამონარიდი თემურ ქათამაძის წერილიდან.

გარემოება: 11 იანვარს, თემურ ქათამაძე დააკავეს და ის დაადანაშაულეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, აღნიშნავდა, რომ პოლიციის შენობაში მას უთხრეს: „არ ხარ საქართველოს მოქალაქე, შენს ქვეყანაში წადიო“. თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია და უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშედეგოდ ცდილობს.

გაიცანით თემურ ქათამაძე – ადამიანი, რომელმაც პროტესტი თავისი ცხოვრების ნაწილად აქცია და ბრძოლობს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.

Post navigation

Previous: აჭარის ნაკრებმა 17 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში ბერძულ-რომაულ ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა 
Next: “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელი უკან გამოიწვია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026
matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026
buneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ივნისი 16, 2026
გონიოში ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი

ივნისი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 16, 2026
სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა

ივნისი 16, 2026
საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი buneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი

ივნისი 16, 2026
ცესკოში გამოვლინდა ხარვეზები ხელფასების გაცემაში, შესყიდვებში, მივლინებებსა და შიდა კონტროლის სისტემაში – აუდიტი cesko_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ცესკოში გამოვლინდა ხარვეზები ხელფასების გაცემაში, შესყიდვებში, მივლინებებსა და შიდა კონტროლის სისტემაში – აუდიტი

ივნისი 16, 2026
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ივნისი 16, 2026
გონიოში ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

გონიოში ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი

ივნისი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 16, 2026
სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა

ივნისი 16, 2026
საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი buneba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი

ივნისი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.