Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელი უკან გამოიწვია

აჭარა თაიმსი მარტი 24, 2025
mixeil kavelashvili_AJARATIMES.GE

“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, უარი თქვა სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელზე. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ყაველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი ეფუძნება “გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოებრიობის პრინციპების დაცვას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას”.

“კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება,” – წერია მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც წერია, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ რუსული კანონი შეუთავსებელია კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან. პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, სალომე ზურაბიშვილი ითხოვს კანონის შეჩერებასა და საბოლოო გაუქმებას.

რუსული კანონის მხარდამჭერი ჩინოვნიკები, რომელთა შვილები ევროპასა და ამერიკაში დაიბადნენ

Post navigation

Previous: ნინო ნადირაძე ბათუმელ მედროშეს “ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას” ედავება და უჩივის
Next: ექვსამდე ავტომობილი დაზიანდა – ავარია ბათუმში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეს ეძებენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026
თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

აგვისტო 7, 2026
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეს ეძებენ dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეს ეძებენ

აგვისტო 7, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026
თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.