
ბათუმში მიმდინარეობს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“, რომელიც 15 წლამდე ვაჟთა გუნდებს შორის იმართება და უკვე მეოთხედ ტარდება.
ტურნირში მონაწილეობენ ევროპის წამყვანი საფეხბურთო აკადემიის გუნდები. შეჯიბრებაში ჯამში რვა გუნდია წარმოდგენილი, რომლებიც ორ ჯგუფად — A და B — გადანაწილდნენ:
- A ჯგუფი: PSV Eindhoven, FC Shakhtar Donetsk, დინამო თბილისი და GFF Rukhi.
- B ჯგუფი: Valencia CF, SMS APR Sleisn Poland, FC Portus Batumi და FC იბერია-1999.
საერთაშორისო ტურნირი Batumi Cup 2025 8 ოქტომბერს დაიწყო და 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეჯიბრების მატჩები ბათუმის საფეხბურთო ბაზაზე ტარდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე