Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საიამ და MDF-მა არასამთავრობოებზე დაწესებული პოლიტიკური შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

admin 22/10/2025
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და მედიის განვითარების ფონდმა (MDF) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომლითაც ასაჩივრებენ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ მიიჩნევს.

არსებული რეგულაციებით, ანტიკორუფციულ ბიუროს, სასამართლოს თანხმობით, შეუძლია ასეთ სუბიექტებისაგან მოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის პირადი მონაცემები და ნებისმიერი ტიპის საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების. კანონი ასევე განსაზღვრავს, რომ ამ სტატუსის მქონე პირებს გარკვეული შეზღუდვები ეკისრებათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების შეჯამების დღემდე.

დაფინანსების კუთხით, „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებს“ თანხის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან შეუძლიათ, ხოლო დამფინანსებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი უნდა მიაწოდონ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც ამ ინფორმაციას საჯაროდ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

საიასა და MDF-ის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლოები კანონს ისე განმარტავენ, რომ შეზღუდვები ვრცელდება არა მხოლოდ მათზე, ვინც ღიად აცხადებს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს, არამედ იმ ორგანიზაციებსა და პირებზე, რომლებიც უბრალოდ ახდენენ ხელისუფლების კრიტიკას ან ამომრჩევლებს მოუწოდებენ, არ მისცენ ხმა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. ორგანიზაციების თქმით, ზოგ შემთხვევაში, ბიურო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც კი პოლიტიკური მოწოდების ფორმად აღიქვამენ, რაც მათ საქმიანობას ხელოვნურად ზღუდავს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ასეთი მიდგომა არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას (მე-17 მუხლი) და გაერთიანების თავისუფლებას (მე-22 მუხლი).

საიასა და MDF-ის შეფასებით, კანონის ამგვარი გამოყენება საფრთხეს უქმნის არასამთავრობო სექტორის დამოუკიდებლობასა და მათ დემოკრატიულ ფუნქციას.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 22/10/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 21/10/2025
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED

admin 21/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

22/10/2025
საიამ და MDF-მა არასამთავრობოებზე დაწესებული პოლიტიკური შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საიამ და MDF-მა არასამთავრობოებზე დაწესებული პოლიტიკური შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

22/10/2025
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს

22/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

21/10/2025
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED

21/10/2025
„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს umaglesi sabcho_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს

21/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

22/10/2025
საიამ და MDF-მა არასამთავრობოებზე დაწესებული პოლიტიკური შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საიამ და MDF-მა არასამთავრობოებზე დაწესებული პოლიტიკური შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

22/10/2025
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს

22/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

21/10/2025
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED

21/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.