„ქართული ოცნების“ ბათუმის მერია იტყობინება, რომ გიორგი ცინცაძე სპორტულ ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკადრო ცვლილებაზე. კერძოდ, სპორტული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დღეიდან სულხან აბულაძე დაინიშნა.
უწყების ცნობით, სულხან აბულაძე აღნიშნულ პოზიციაზე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სპორტის დეპარტამენტიდან გადავიდა. მერიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილება მიზნად ისახავს ცენტრის მართვის გაძლიერებასა და სპორტული მიმართულებების უფრო ეფექტიან განვითარებას.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესია, რომლის ფარგლებში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა.



