Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი – „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

საქმე ეხებოდა იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნის საფუძვლებს, სასამართლოს უფლებამოსილებას და მკურნალობის ვადებს. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ არსებული რეგულაციები არ უზრუნველყოფს პაციენტთა უფლებების სათანადო დაცვას და ქმნის რისკს, რომ პირი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დარჩეს მაშინაც, როდესაც მკურნალობის საჭიროება აღარ არსებობს.

მოპასუხე მხარე „საქართველოს პარლამენტი“ ამტკიცებდა, რომ მოქმედი სისტემა ითვალისწინებს ინდივიდუალურ შეფასებას და მკურნალობის პერიოდულ გადახედვას, რის გამოც იგი ადამიანის ღირსებას არ ლახავს.

სასამართლომ დაადგინა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა თავისი ბუნებით ინტენსიურად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და საჭიროებს მკაცრ საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს ეფექტიან სასამართლო კონტროლსა და დამოუკიდებელი ექსპერტების სათანადო ჩართულობას, რის გამოც არსებობს მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების საფრთხე.

სასამართლოს შეფასებით, ასეთ პირობებში იძულებითი მკურნალობა შესაძლოა გადაიზარდოს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად, რაც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ამასთან, სასამართლომ მათი ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2026 წლის 1 ნოემბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს დრო საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შესატანად.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ იყო აუცილებელი ნორმების ცალკე შეფასება თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. დავის საგანი მოიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის შესაბამის ნორმებს, მათი შესაბამისობის შეფასებით კონსტიტუციის ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის გარანტიებთან.

Post navigation

Previous: „ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
Next: სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 31, 2026
batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში გასულ წელთან შედარებით 8 500-ით ნაკლები ვიზიტორი ჩამოვიდა

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

აგვისტო 1, 2026
გონიოში ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

აგვისტო 1, 2026
სარფის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

აგვისტო 1, 2026
„ფანჯრებსაც ვერ ვაღებთ“ – ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ნავთობტერმინალიდან გავრცელებულ მძაფრ სუნზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ფანჯრებსაც ვერ ვაღებთ“ – ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ნავთობტერმინალიდან გავრცელებულ მძაფრ სუნზე საუბრობენ

ივლისი 31, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 31, 2026
აჭარაში გასულ წელთან შედარებით 8 500-ით ნაკლები ვიზიტორი ჩამოვიდა batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში გასულ წელთან შედარებით 8 500-ით ნაკლები ვიზიტორი ჩამოვიდა

ივლისი 30, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

აგვისტო 1, 2026
გონიოში ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო police_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

გონიოში ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

აგვისტო 1, 2026
სარფის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი sarfi_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

აგვისტო 1, 2026
„ფანჯრებსაც ვერ ვაღებთ“ – ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ნავთობტერმინალიდან გავრცელებულ მძაფრ სუნზე საუბრობენ _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

„ფანჯრებსაც ვერ ვაღებთ“ – ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ნავთობტერმინალიდან გავრცელებულ მძაფრ სუნზე საუბრობენ

ივლისი 31, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 31, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.