ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერება განახორციელეს, რის შედეგადაც მალულად ჩამალული 358 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 59,462.2 ლარს შეადგენს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს საბაჟო კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი მუხლებით.



