Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

„ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს – საია

აჭარა თაიმსი მაისი 17, 2025
lgbt_AJARATIMES.GE

2025 წლის მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა სერიოზულ ეჭვქვეშ დადგა, განსაკუთრებით კი ლგბტქ+ თემის დაცვის კუთხით. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია — საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს, ოჯახისა და ბავშვების დაცვა წარმოაჩინოს როგორც თანასწორობისა და განსხვავებულობის წინააღმდეგ ბრძოლა.

საიას შეფასებით, ეს მიდგომა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებულ სამართლებრივ პრინციპებს. ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ცდილობს საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების ინსტიტუციონალიზებას, რაც არა მხოლოდ ლგბტქ+ ადამიანებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს, არამედ მთლიანად აზიანებს ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

2024 წლის აპრილში მმართველმა პარტიამ დააინიცირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც, საიას შეფასებით, აშკარად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობის გამო, ცვლილება ვერ დამტკიცდა. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა მაინც მიიღო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც თან ახლდა ცვლილებები 18 სხვადასხვა კანონმდებლობაში.

საიას განცხადებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ამყარებს ცენზურას სამეცნიერო, აქტივისტურ და პროფესიულ საქმიანობაზე, და ქმნის სივრცეს, სადაც ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკა ფაქტობრივად სახელმწიფო პოლიტიკად ყალიბდება. კანონმდებლობაში გაწერილი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები მიმართულია იმგვარი ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც განიხილება როგორც ლგბტქ+ თემის მხარდაჭერა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, პირდაპირ ემიჯნება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

საია მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკა ოჯახის დაცვას განიხილავს როგორც არაჰეტეროსექსუალური იდენტობებისა და მრავალფეროვნების წინააღმდეგ მიმართულ იარაღს. „სწორედ ეს მიდგომაა განსაკუთრებით სახიფათო, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თანასწორობა და ოჯახის დაცვა ერთმანეთის საწინააღმდეგოა — რაც არ შეესაბამება არც სამართლებრივ რეალობას და არც ბავშვთა ინტერესების დაცვას,“ — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ახალი კანონები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქართველოსთვის სავალდებულოა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2025 წლის მარტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ოფიციალურად მოუწოდა ანტი-ლგბტქ+ კანონის გაუქმებისკენ. იმავე შინაარსის მოწოდება გააკეთა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში.

მესამე სექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის რიტორიკა და პოლიტიკა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ჰომოფობიურ დღის წესრიგს უპირისპირებს, ქმნის სახიფათო პრეცედენტს — სახელმწიფო აღარ არის ადამიანის უფლებების გარანტი, არამედ მათი პირდაპირი დამრღვევი ხდება. საიას თქმით, ასეთ პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე — განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობისა — შეიძლება აღმოჩნდეს რეპრესიული პოლიტიკის სამიზნე, მხოლოდ განსხვავებული აზრის ან გამოხატვის გამო.

საია მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს სიძულვილის ენაზე დაფუძნებული პოლიტიკური კამპანია და უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყველა მოქალაქისთვის.

ინფორმაციისთვის: 17 მაისი არის ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე — თარიღი, რომელსაც ლგბტქ+ თემის წევრები და მხარდამჭერები მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, იყენებენ თანასწორობაზე, ღირსებაზე და უსაფრთხოებაზე საუბრისთვის.

საპატრიარქომ ამავე დღეს დააწესა „ოჯახის სიწმინდის დღე“. ეს გადაწვეტილება აშკარად გამიზნული იყო — ლგბტქ+ თემის ხილვადობის წინააღმდეგ, შედეგად, 17 მაისს საქართველოში უკვე წლებია ორი განსხვავებული გზავნილი ეჯახება ერთმანეთს — ერთი, რომელიც თანასწორობასა და ადამიანის უფლებებს ეხება, და მეორე, რომელიც ტრადიციული ღირებულებების სახელით ამავე უფლებების წინააღმდეგ მობილიზდება.

Post navigation

Previous: სარფის საბაჟოზე 358 გრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
Next: ყაზახური რეისი დაფრენას ვერ ახერხებს – თვითმფრინავი ბათუმის ცაზე მანევრირებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post 2
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 5
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.