Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • შუახევი

საქართველოს არ გააჩნია კლიმატის ცვლილების საკითხების მომწესრიგებელი ყოვლისმომცველი კანონმდებლობა – კვლევა

სულხან მესხიძე 27/05/2024
klimatis cvlileba_AJARATIMES.GE

საქართველოს არ გააჩნია კლიმატის ცვლილების საკითხების მომწესრიგებელი ყოვლისმომცველი კანონმდებლობა და არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი აქტები, ამის შესახებ იმ კვლევაში წერია, რომელიც “მწვანე ალტერნატივამ” ჩაატარა.

კვლევის თანახმად, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობების არცერთი ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დელეგირებული არ არის, გარდა ამისა, არცერთი მუხლი არ აკონკრეტებს ადგილობრივ თვითმმართველობათა უფლებამოსილებებს და პასუხისმგებლობებს რომელიმე რეგულაციასთან კავშირში.

მკვლევრების ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებების სამთავრობო საბჭოს სხდომა 6 თვეში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად არ დაინიშნა. საბჭო მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა, 2021 წლის თებერვალში და 2023 წლის იანვარში. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ სხდომის ოქმები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

“მკვლევართა გუნდისათვის ოქმების მოპოვება შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის საბჭოს თავმჯდომარე სამინისტროსგან მათი მოთხოვნის გზით. ოქმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირველი საბჭოს სხდომა მინისტრების დონეზე შეიკრიბა, მეორე ჯერზე საბჭო უკვე მოადგილეების დონეზე ჩატარდა. დებულების მიხედვით მოადგილეებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება, თუმცა ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად ყველა საბჭოს წევრმა მოადგილეების გზით ისურვა ამ ფორმატში ჩართვა, აჩვენებს, რომ საბჭოს სხდომა არც კოლექტიურად, სამთავრობო დონეზე და არც ინდივიდუალური სამინისტროების მიერ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფორმატად არ არის აღქმული,” – ვკითხულობთ კვლევაში.

სპეციალისტების შესწავლით დგინდება, რომ კლიმატის ცვლილების მიმდინარე ზეგავლენა საგრძნობია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. საშუალო ტემპერატურა მთელს საქართველოში გაზრდილია 1 გრადუსით, ისევე როგორც გაზრდილია ქარის ინტენსივობა და ტყის ხანძრების სიხშირე. სხვადასხვა კვლევებში ფიქსირდება ეროზიული პროცესები, მყინვარების დნობა, სასოფლო-სამეურნეო მიწების დეგრადაცია და ხანგრძლივი და მძლავრი თბური ტალღები.

“კლიმატის ცვლილება განსხვავებულად ზემოქმედებს სხვადასხვა რეგიონზე. მაგალითად, დასავლეთ საქართველო უფრო ნალექიანი ხდება, აღმოსავლეთ საქართველო კი უფრო მშრალი. ადგილობრივი ტოპოგრაფიის, ეკოლოგიის და ჰიდროლოგიის მიხედვით, ყველა რეგიონი განსხვავებული გამოწვევის წინაშე დგას. მაგალითად, შავი ზღვისპირა მუნიციპალიტეტებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია სანაპირო ზოლის უსაფრთხოება, კახეთსა და სამხრეთაღმოსავლეთ საქართველოში კი შეიმჩნევა გაუდაბნოების ტენდენცია.

კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკისთვის საკვანძო სექტორებს. ცვლილება უარყოფითად ზემოქმედებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებზე, როგორიცაა ზამთრის ტურიზმი მთიან რეგიონებში, სოფლის მეურნეობა და მესაქონლეობა მთელ საქართველოში. ამასთან, კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის საკვანძო იფრასტრუქტურას – გზებს, ხიდებსა და გვირაბებს

საქართველოს მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შესწავლისა და შეფასების ინსტიტუციური პრაქტიკა ან მექანიზმი. მათ არ აქვთ კლიმატის ცვლილების მიმდინარე ან პროგნოზირებულ ზემოქმედებაზე დაკვირვების უნარი და რესურსები,” – წერენ მკვლევრები დოკუმენტში.

კვლევის სხვა ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:

  • მუნიციპალური რგოლი სუსტადაა წარმოდგენილი კლიმატის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილების, ისე მასთან ადაპტაციის კუთხით.
  • საქართველოს არ გააჩნია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი ყოვლისმომცველი კანონმდებლობა და კლიმატის ცვლილების მარეგულირებელი ცვლილებებთან ნორმები სექტორულ კანონმდებლობაში, რომელიც კლიმატის დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვისას უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობებს დააზუსტებდა.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობას და/ან ვალდებულებებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.
  • მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შეფასების რესურსები, კომპეტენცია და ინსტიტუციური მექანიზმი.
  • „მერების შეთანხმება” კლიმატის ადგილობრივი პოლიტიკის ძირითად წარმმართველ ჩარჩოდ ჩამოყალიბდა.
  • “მერების შეთანხმების” ხელმომწერ მუნიციპალიტეტებს შედარებით უადვილდებათ შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა, თუმცა უძნელდებათ ეფექტიანი ადაპტაციის პოლიტიკის შემუშავება.
  • ეფექტიანი ადაპტაციის პოლიტიკის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენცია.
  • ღონისძიებების დაგეგმვისას, მუნიციპალიტეტები ხელმძღვანელობენ შეზღუდული ფინანსური რესურსებითა და განხორციელებადობის პრიორიტეტით.
  • მუნიციპალიტეტების თანამშრომლების ინდივიდუალური ინიციატივა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ჩართულობას კლიმატის პოლიტიკაში.
  • “მერების შეთანხმების” აღსრულების შესახებ მსჯელობა ნაადრევია, რადგან მუნიციპალიტეტები აღსრულების ეტაპზე არ გადასულან.

ინფორმაციისთვის: კვლევა, „კლიმატის ცვლილება და ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში: მზადყოფნის შეფასება და საჭიროებები“ ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო სექტორის გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“, მწვანე ალტერნატივას დაკვეთით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური მთავრობის – „კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის“ მიერ. 

 

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბათუმში სტუდენტებმა მორიგი საპროტესტო აქცია დაანონსეს
Next: რომელ მედიასაშუალებას აქვს ყველაზე მეტი შემოსავალი – 2024 წლის I კვარტლის მონაცემები ცნობილია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • შუახევი

აჭარაში ხე-ტყის უკანონო გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა

admin 17/09/2025
_AJARATIMES.GE
  • შუახევი

სად გაითიშება 11 აგვისტოს აჭარაში ელექტროენერგია

admin 08/08/2025
_AJARATIMES.GE
  • შუახევი

სად გაითიშება აჭარაში ელექტროენერგია

admin 06/08/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025
ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.