Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ იკლო – საქსტატის განახლებული კვლევა

admin 26/04/2024
xalxi_.ajaratimes.ge

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია, ამის შესახებ საქსტატი იტყობინება.

“აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207),” – წერია საქსტატის კვლევაში.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2 პროცენტს.

“2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი,” – აღნიშნულია კვლევაში.

 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მეწარმეს თავს დაესხნენ
Next: საქართველოდან წამსვლელთა რაოდენობა გაიზარდა – საქსტატი განახლებული კვლევა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

admin 15/11/2025 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა

admin 13/11/2025 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

admin 12/11/2025 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

17/11/2025 0
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა mzia amaglobeli_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა

17/11/2025 0
საკონსტიტუციო სასამართლომ ხმაურიანი პროტესტის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ ხმაურიანი პროტესტის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

17/11/2025 0
ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია aleqksi axvlediani_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია

17/11/2025 0
„ფრენბურთის კლუბმა ბათუმმა“ „გორს“ მოუგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ფრენბურთის კლუბმა ბათუმმა“ „გორს“ მოუგო

17/11/2025 0
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში იმყოფება tornike rijvadze_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში იმყოფება

16/11/2025 0
საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE 1
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

17/11/2025 0
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა mzia amaglobeli_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა

17/11/2025 0
საკონსტიტუციო სასამართლომ ხმაურიანი პროტესტის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ ხმაურიანი პროტესტის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

17/11/2025 0
ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია aleqksi axvlediani_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია

17/11/2025 0
„ფრენბურთის კლუბმა ბათუმმა“ „გორს“ მოუგო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„ფრენბურთის კლუბმა ბათუმმა“ „გორს“ მოუგო

17/11/2025 0

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.