Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-lelo-ads.jpg
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საქართველოში ონლაინუნივერსიტეტი ამოქმედდება – განათლების მინისტრი

admin 11/03/2024
kompiuteri_ajaratimes.ge

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით ონლაინუნივერსიტეტი ამოქმედდება. გიორგი ამილახვარის თქმით, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის გარკვეულ მიმართულებაზე თეორიული სწავლება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე შეიქმნება ონლაინპროგრამა, რომლის შემთხვევაშიც, სწავლის სრულად დისტანციურად გავლა იქნება შესაძლებელი.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ჩვენმა უწყებამ წარადგინა უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც ეხება ელექტრონული, დისტანციური სწავლების რეფორმას. პრაქტიკულად, ახლებურად ყალიბდება და იცვლება ეს მიმართულება. მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ პანდემიის პირობებში, ფორსმაჟორულ რეჟიმში ხდებოდა აღნიშნული მეთოდით სწავლება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას, რიგ შემთხვებში კი – პროფესიულ განათლებას. რამდენიმე თვეა, ანალიზს ვაკეთებთ როგორც საუკეთესო პრაქტიკის, ასევე საქართველოში არსებული გამოცდილების.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებთან დაკავშირებით – ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს – არსებულ პროგრამებზე გარკვეული დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად.

მეორე მიმართულება ეხება იმას, რომ ასევე შესაძლებელი ხდება ონლაინპროგრამის შექმნა და როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად გავლა, შესაბამისი აკრედიტაციის გავლა როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოელი მოქალაქეებითვის.

მესამე მიმართულება ეხება აღიარების დასაშვებობას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინელექტრონულ პროგრამებზე. მოგეხსენებათ, აქამდე აკრძალული იყო. პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ, თუმცა შესაძლებელი იქნება მომავალში ქვეყნების ნუსხის დამატება იმ სანდოობის გათვალისწინებით, რომელიც უნივერსიტეტებს აქვთ.

კანონის მიღების შემდეგ გაჩნდება ახალი კონცეფტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში. ეს არის ონლაინუნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია. ამ კონცეფციის სტანდარტების დამუშავება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება. ეს პრაქტიკულად სრულად ახალ შესაძლებლობებს და კარს გააღებს ჩვენი უმაღლესი განათლების სექტორისთვის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი განათლების ექსპორტის კუთხით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა
Next: რა სახეობის ხეებს რგავენ აჭარის მუნიციპალიტეტებში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

admin 28/09/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

admin 26/09/2025
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

admin 26/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

28/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025
ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

28/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE 4
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.