Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

აჭარა თაიმსი მარტი 11, 2024
mixeil sarjveladze_ajaratimes.ge

საქართველოს დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

„როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი ორად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოზიციაზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა მიხელ სარჯველაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ძვირფასია ჩემთვის. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივი და, ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი. მიმაჩნია, რომ ეს არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება თუ თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით, შევძლებთ, ვიყოთ წარმატებული და დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ, მათ შორის, თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას შეძლებენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: მესამე თვეა ოჯახი ცხედრის გადაცემას ითხოვს – აქცია აჭარის მთავრობასთან
Next: საქართველოში ონლაინუნივერსიტეტი ამოქმედდება – განათლების მინისტრი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.