Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

მესამე თვეა ოჯახი ცხედრის გადაცემას ითხოვს – აქცია აჭარის მთავრობასთან

სულხან მესხიძე მარტი 11, 2024
aqcia_ajaratimes.ge

აჭარის მთავრობის სახლთან, საფრანგეთში მოკლული მარად სურმანიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თორნიკე რიჟვაძეს დახმარებას სთხოვენ. კერძოდ, მათი მოთხოვნაა ცხედრის საქართველოში გადმოსვენების პროცესში მთავრობა ჩაერთოს.

აქციაზე მოკლულის ძმამ განაცხადა, რომ საფრანგეთში ჩასვლის მიუხედავად, მისი ძმის ცხედრის სამყოფელის შესახებ ვერაფერი გაიგო, მათ შორის ინფორმაცია ვერც საელჩოსგან მიიღო. ოჯახისთვის ასევე, უცნობია სად არიან მარად სურმანიძის არასრულწლოვანი შვილები.

“საფრანგეთში ჩავედი, საელჩოს მივაკითხე, მაგრამ მათგან ვერაფერი გავიგე, უშედეგოდ მალოდინეს იქ. შემდეგ გადმოსვენებას შემპირდნენ, თუმცა მას შემდეგ სამი თვე გავიდა. რა ხდება არ ვიცი, საერთოდ არანაირი ინფორმაცია გაგვაჩნია,” – განაცხადა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას მოკლულუს ძმამ, მამუკა სურმანიძემ.

“ცხედარი სამი თვეა პროზექტურაშია დასვენებული. ვითხოვთ ყურადღებას გადმოსვენებაში მთავრობის დახმარებას. არ ვიცით, რა პირობებში არიან ბავშვები. მხოლოდ ის ვიცით, რომ თავშესაფარში არიან გადაყვანილი. მკვლელობა სამი თვის წინ მოხდა. ფაქტზე მისი მეუღლეა დაკავებული. მთავარი მოთხოვნაა, სამი თვის წინ მოკლული ჩემი დისშვილი დროულად გადმოასვენონ. მარადის ოჯახი, საფრანგეთში ერთ-ერთი შვილის სამკურნალოდ იყო წასული. დაახლოებით ორი წელი ემიგრაციაში იყვნენ. ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით მოკლა ცოლმა”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ინფორმაციისთვის: ფრანგული მედიის ცნობით, 2023 წლის 17 დეკემბერს გვიან ღამით მცირეწლოვანმა ბავშვებმა მეზობელს დაუკაკუნეს და უთხრეს, რომ მათ მშობლებს შორის „დიდი ჩხუბი“ იყო, რის შემდეგაც მეზობელი ქალი მათ ბინაში შევიდა და ძირს მწოლიარე კაცი დაინახა, რომელიც არ სუნთქავდა. მეზობელმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებს ახალგაზრდა კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი გაგუდული იყო. მარად სურმანიძის მკვლელობის ბრალდებით მეუღლეა დაკავებული.

Post navigation

Previous: ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დასაქმებულების აქცია და მოთხოვნა აჭარის მთავრობასთან
Next: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქართველმა მეზღვაურმა ხმელთაშუა ზღვაში 36 მიგრანტი გადაარჩინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

სექტემბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 29, 2026
ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

სექტემბერი 28, 2026
ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია

სექტემბერი 28, 2026
სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სექტემბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 28, 2026
ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

სექტემბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 29, 2026
ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

სექტემბერი 28, 2026
ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია

სექტემბერი 28, 2026
სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სექტემბერი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.