Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სებ-ის 2022-2023 წლების ხარჯვაში სისტემურ ხარვეზებს ავლენს

აჭარა თაიმსი მაისი 5, 2025
erovnuli banki_AJARATIMES.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) 2022-2023 წლების კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯები არაერთ მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს. აუდიტის ფარგლებში შეფასდა როგორც შესყიდვების პროცესი, ისე შრომის ანაზღაურებისა და თანამშრომელთა წახალისების პრაქტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონის პირდაპირი დარღვევები ხშირ შემთხვევაში არ დაფიქსირდა, აუდიტმა გამოკვეთა ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და შესაბამისობის პრობლემები, რაც გავლენას ახდენს სებ-ის ფინანსური მართვის ხარისხზე.

შესყიდვები – არაეფექტური დაგეგმვა და დოკუმენტირების ნაკლებობა

აუდიტის ანგარიშის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ შესყიდვების სავარაუდო ღირებულება ზოგიერთ შემთხვევაში არ ემთხვეოდა საბაზრო ფასს, რის გამოც ტენდერებში დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი კლება. კერძოდ, ორ შესყიდვის შემთხვევაში სებ-ს ჰქონდა შესაძლებლობა მომსახურება შეეძინა 20,400 ლარით ნაკლებ ფასად.

ასევე გამოიკვეთა ხარვეზები გამარტივებული შესყიდვების მოსამზადებელ ეტაპზე. 2022-2023 წლებში მონეტარული ზღვრების ფარგლებში განხორციელებული 34,625 ლარის შესყიდვების შემთხვევაში, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები შესყიდვის დაგეგმვის პროცესის – კერძოდ, ობიექტის ღირებულებისა და მახასიათებლების განსაზღვრის შესახებ.

შრომის ანაზღაურება და წახალისება – რეგულაციების შერჩევითი ინტერპრეტაცია

აუდიტის მიგნებები მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს განსაზღვრა კანონის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საკითხი მოითხოვს უფრო მკაფიო სამართლებრივ რეგულირებას. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს 2016 წლიდან აქვს უფლებამოსილება დაადგინოს აღნიშნული სარგოს ოდენობა, ასეთი ნორმა დღემდე არ მიუღიათ. შედეგად, სებ-ის საბჭომ 2023 წლიდან გაიზარდა საკუთარი წევრების დამატებითი სარგო 6,500 ლარიდან 10,400 ლარამდე.

ასევე, 2022-2023 წლებში 8 თანამშრომელზე გაცემული 48,349 ლარის პრემია არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, რადგან შესაბამისი შიდა დოკუმენტაცია – როგორიცაა მოხსენებითი ბარათები – წარმოდგენილი არ იქნა. ამასთან, 2022 წელს 12 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ დადგენილ ზღვარს 37,704 ლარით გადააჭარბა.

ზეგანაკვეთური შრომა – რეგულაციების დარღვევის ნიშნები

აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022-2023 წლებში ზეგანაკვეთური შრომის აღრიცხვის და ანაზღაურების პროცესში არ იყო დაცული სამუშაო დროის კანონით დადგენილი ნორმები. მაგალითად, მხოლოდ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 43 თანამშრომლის მიერ შესრულებულმა ზეგანაკვეთურმა სამუშაომ 518 საათი შეადგინა და ანაზღაურება 22,427 ლარს გაუტოლდა, თუმცა სამუშაოს შინაარსობრივი აღწერა დოკუმენტურად არ დასტურდება.

თანამშრომელთა წახალისების წესის სისტემური ხარვეზები

აუდიტის კიდევ ერთი მიგნება უკავშირდება სებ-ის თანამშრომელთა წახალისების წესს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის აპარატი საჯარო სამსახურის ნაწილად ითვლება, მოქმედი წესი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მიერ არის დამტკიცებული, არ შეესაბამება სრულად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. მაგალითისთვის, 2023 წლის აგვისტოსა და დეკემბერში 604 თანამშრომელზე გაცემული სადღესასწაულო პრემიები უკავშირდებოდა უქმე დღეებს, რაც მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოდის.

რეკომენდაციები და შემდგომი ნაბიჯები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაარეგულიროს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა სარგოს განსაზღვრის წესი. აგრეთვე, სებ-ს რეკომენდაციად ეძლევა:

  • გააუმჯობესოს შესყიდვების დაგეგმვის და ბაზრის კვლევის პროცესი;
  • სრულყოფილად აწარმოოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
  • დაიცვას ზეგანაკვეთური შრომის რეგულაციები;
  • განაახლოს და დააკორექტიროს წახალისების წესი, რათა იგი შესაბამისობაში მოვიდეს საჯარო სამსახურის მოთხოვნებთან და საბანკო სექტორის სპეციფიკასთან.

აუდიტის მიგნებები აჩვენებს, რომ ეროვნული ბანკი საჭიროებს როგორც შიდა მართვის მექანიზმების გაუმჯობესებას, ისე სამართლებრივი ჩარჩოს გამკვრივებას, რათა უზრუნველყოს გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნება.

Post navigation

Previous: Skype-მა ფუნქციონირება შეწყვიტა
Next: 2025 წელს 189 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა, 46 შემთხვევაში უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა – ინსპექცია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
gia chkonia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

დეპუტატი და ბიზნესმენი გიორგი ჭყონია შპს „გზას“ ასხვისებს

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ივნისი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 17, 2026
აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია paata keSelava_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია

ივნისი 17, 2026
„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ magnolia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ

ივნისი 17, 2026
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია IMG_0995
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

ივნისი 17, 2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ IMG_0959
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

ივნისი 17, 2026
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ივნისი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 17, 2026
აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია paata keSelava_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია

ივნისი 17, 2026
„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ magnolia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ

ივნისი 17, 2026
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია IMG_0995 5
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

ივნისი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.