Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

სერჟანტ როინ შავაძის საქმე – სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

admin 26/04/2024
roin shavadze_ajaratimes.ge

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო, ამის შესახებ პროკურატურა იტყობინება.

“გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, “კუდ”-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.

მოგვიანებით როინ შავაძის უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, „კუდ“-ის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.   

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 10 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=zik-PEW14IY[/embedyt]

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველოდან წამსვლელთა რაოდენობა გაიზარდა – საქსტატი განახლებული კვლევა
Next: ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც თავისი მეუღლის დამსაქმებელს შეურაცხყოფა მიაყენა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

admin 15/11/2025 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა

admin 13/11/2025 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

admin 12/11/2025 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

17/11/2025 0
საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

17/11/2025 0
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა mzia amaglobeli_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა

17/11/2025 0
საკონსტიტუციო სასამართლომ ხმაურიანი პროტესტის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ ხმაურიანი პროტესტის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

17/11/2025 0
ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია aleqksi axvlediani_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია

17/11/2025 0
„ფრენბურთის კლუბმა ბათუმმა“ „გორს“ მოუგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ფრენბურთის კლუბმა ბათუმმა“ „გორს“ მოუგო

17/11/2025 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

17/11/2025 0
საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE 2
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

17/11/2025 0
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა mzia amaglobeli_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა

17/11/2025 0
საკონსტიტუციო სასამართლომ ხმაურიანი პროტესტის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ ხმაურიანი პროტესტის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

17/11/2025 0
ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია aleqksi axvlediani_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია

17/11/2025 0

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.