„საკალათბურთო კლუბ ბათუმის“ ლეგიონერი მაირონ ტომასი სუპერლიგის მე-19 ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
„ქუთაისთან“ გამართულ შეხვედრაში ამერიკელმა კალათბურთელმა 16 ქულა, 14 მოხსნა და 26 ეფექტურობის (EFF) ქულა დააგროვა.
ტომასთან ერთად ტურის საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ: დეტრეკ ბრაუნინგი („ქუთაისი 2010“) – 28 ქულა, 8 მოხსნა (EFF 27); კრისტოფერ ბარტონი („გურჯაანი“) – 25 ქულა, 7 მოხსნა (EFF 27); შონ მური („ორბი“) – 20 ქულა, 12 მოხსნა (EFF 24) და ანდრე უერი.
მე-19 ტურის MVP-ის (საუკეთესო მოთამაშის) ტიტული „რაშის“ კალათბურთელმა ანდრე უერმა მოიპოვა – მის ანგარიშზე 27 ქულა, 14 მოხსნა და 38 ეფექტურობის ქულაა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



