Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სოლიდარობა დაკავებულ დეკანსა და სტუდენტებს – ხელოვნების უნივერსიტეტში აქცია გაიმართა

სულხან მესხიძე 10/12/2024
xelovnebis universiteti_AJARATIMES.GE

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებისა და ლექტორების სოლიდარობის აქცია გაიმართა. ისინი მხარდაჭერას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დეკანსა და სტუდენტებს უცხადებენ. მათი შეფასებით, მომხდარი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება.

„სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს. სასწავლებელში დაპირისპირების დროს ადგილზე ვიმყოფებოდი, წინა დღეს პლაკატები გავაკარით, რაც მეორე დღეს ჩამოხეული დაგხვდა. ლექტორმა თეა ცაგურიამ ხმამაღალი ტონით მოგვმართა, გვითხრა, რომ სხვა სტუდენტებს ხელს ვუშლიდი და ვაბულინგებდით, ქალბატონი თეა ხმამაღალი ტონით და დაცინვით გვესაუბრებოდა. სასწავლებელში დაძაბული სიტუაცია დაიწყო, მამუკა ჯორბენაძე დაცვის მიზნით მოვიდა და თეა ცაგურიას მოუწოდა, სტუდენტების მიმართ წესიერი ტონით ესაუბრა, რის შემდგომაც თეა ცაგურია აგრესიულო გახდა და შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო, მან თავის მეუღლეს შეატყობინა, რომელიც ბათუმის მერიის თანამშრომელია. მამუკა ჯორბენაძეს მუქარის “მესიჯი” მოუვიდა, ამის შემდეგ უნივერსიტეტში ორი პირი მოვიდა, ბატონი მამუკა მარტო ეგონათ და სტუდენტებიც დახვდნენ, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სტუდენტები დეკანის დასახმარებლად მივიდნენ, ისინი გვემუქრებოდნენ და რატომღაც სტუდენტები და დეკანი დააკავეს. ეს ადამიანები დაკავებულები არიან იმის გამო, რომ აქციაზე დადიოდნენ. მამუკა ჯორბენაძე ყოველთვის ჩვენს მხარეს იჭერდა და ახლა ის დაკავებულია. თავად თეა ცაგურია ინციდენტის შემდეგ სასწავლებელში არ გამოცხადებულა. ცაგურია გვეუბნებოდა, რომ სხვა სტუდენტებს ვაბულინგებდით თურმე და სასწავლო პროცესს ვაჩერებდით”,- აცხადებს სტუდენტი მარიამ გუჯაბიძე.

ცნობისთვის: საქმე ამავე უნივერსიტეტის დეკანის, მამუკა ჯორბენაძისა და ოთხი სტუდენტის დაკავებას ეხება. ინციდენტი სასწავლებლის შენობაში გუშინ მოხდა. დაწესებულებაში ერთ-ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმარი შეიჭრა და დეკანს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

ფაქტი უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერებმა ასახა, კადრები უკანონოდ თეა ცაგურიას ქმარმა, ირაკლი დევაძემ მოიპოვა და სოციალურ ქსელში ატვირთა. კადრები კონტექსტისა და ხმის გარეშე პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს.

დეკანისა და ოთხი სტუდენტის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. მათი ინტერესების დამცველის თქმით, დაკავება მამუკა ჯორბენაძის აქტიურობასა და გაფიცვას უკავშირდება. კერძოდ, ის სტუდენტების საპროტესტო აქციებსა და აქტივობებს მხარს უჭერს.

“კეთილსინდისიერი, განათლებული და მოწესრიგებული ადამიანები არ უნდა იყვნენ იქ, სადაც ახლა არიან. მამუკა ჯორბენაძე არის უპატიოსნესი ადამიანი, არაჩვეულებრივი, ნამდვილად არ ვაჭარბებ. ეს სტუდენტები კი გამორჩეულად კარგად აღზრდილები არიან და თავის მომავალს იცავენ, ამისთვის თუ უნდა დაისაჯონ აღარ ყოფილა ამ ქვეყნად არაფერი. იმედი მაქვს, რომ სასამართლოზე მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და ამ ბავშვებს არ დაუღუპავენ მომავალს,” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქეთევან ვაჩეიშვილმა, რომელიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის განყოფილების უფროსია.

“აჭარა თაიმსი” კომენტარისთვის ლექტორ, თეა ცაგურიას დაუკავშირდა, რომელიც ინციდენტის ფიგურანტი და როგორც უნივერსიტეტში ამბობენ მაპროვოცირებელია, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

“მეგობრებო, იძულებული ვარ გამოვაქვეყნო კადრები და გამოვეხმაურო იმ სიბინძურეს, რაც ჩაიდინა ბათუმის ხელოვნების უნივერსტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ, გამოიყენა სტუდენტების გულუბრყვილობა და ჩართო ისინი ჯგუფურ ძალადობაში! ამბავი იყო მარტივად, ამ ინციდენტამდე, დღისით, დაახლოებით სამ საათზე, უნივერსიტეტში, პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს მეუღლეს, რისთვისაც მე მას საღამოს მივწერე და მივუთითე, რომ უნდა სცოდნოდა, როგორ არ უნდა იძალადოს ქალებზე. რის შემდეგაც მან დამიბარა უნივესიტეტში. მეგობართან ერთად მივედი აკადემიურ სივრცეში!! დეკანთან!!! პროფესორთან!!! (ზოლებიანი ზედაში@) სასაუბროდ!!! მაგრამ შესვლისთანავე, გამარჯობის თქმის საშუალებაც არ მომცა!!! დანარჩენს კადრებში დაინახავთ!!! თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე შევუვარდი უნივერსიტეტში, კუთხეში მივიმწყვდიე ის და სასტიკად გავუსწორდი!!! კადრებში ყველაფერი კარგად ჩანს!!! მშობლებო: მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს და უმეცარს,” – დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლი დევაძემ, თეა ცაგურიას მეუღლემ, რომელიც ბათუმის მერიის თანამშრომელია.

ინფორმაციისთვის: დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ., 2004 წელს დაბადებული გ.მ., 2003 წელს დაბადებული დ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.დ. და 2004 წელს დაბადებული ა.კ. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თ.ც.-მ. რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა – 1978 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ თ.ც.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს – 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს,” – წერია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სუს-ის მტკიცებით, საპროტესტო გეგმას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა
Next: დაუშვებელია, ეს საქმეები არ იქნას გამოძიებული – სახალხო დამცველი დაშავებულებზე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 27/10/2025
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

admin 27/10/2025
nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

admin 27/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025
“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო

27/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.