ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ლონდონთან” სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი პირი დაიჭრა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა და ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
თვითმხილველების თქმით, სროლას წინ ორ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მომხდარის დეტალები ამ ეტაპზე დაუზუსტებელია, ინციდენტში მონაწილე ორივე პირი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
დაჭრილი პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. შსს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო გამოძიება.



