Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

სულხან მესხიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე „აჭარა თაიმსს“ მუშაობის უფლება არ მისცეს

admin 23/05/2025
xelvaCauri_AJARATIMES.GE

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტის პროფესიული უფლებების დარღვევის მორიგი შემთხვევა გამოავლინა – ჟურნალისტი და მედიასაშუალება „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი სულხან მესხიძე ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორების სამიზნე გახდა.

ინციდენტი საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას მოხდა. მესხიძეს სხდომის გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცა – მას თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საჯარო მოხელეები, რაც მალევე ფიზიკურ ანგარიშწორებაში გადაიზარდა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც საკითხების საჯარო განხილვა უნდა შედგეს, მერიის თანამშრომლებმა ჟურნალისტი ძალის გამოყენებით, ხელების გადაგრეხვით გამოათრიეს დარბაზიდან.

დაპირისპირებისას ტელეფონს ხელი მოხვდა, რა დროსაც ვიდეოჩაწერა შეწყდა, თუმცა ინციდენტის ამსახველი კადრების დიდი ნაწილის შენარჩუნება მოხერხდა.

მნიშვნელოვანია, რომ მომხდარს ესწრებოდა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, თუმცა მისგან არ ყოფილა არანაირი რეაგირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს საერთო სურათს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზი მიზანმიმართულად ივსება მერიის თანამშრომლებით, რაც რეალურად ზღუდავს როგორც მოქალაქეების, ისე მედიის წვდომას საჯარო პროცესებზე. სწორედ ამ პრაქტიკის შესახებ შეკითხვებმა და დაინტერესებამ გამოიწვია საჯარო მოხელეების მხრიდან აგრესიული ქმედება.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბათუმში მაღალჩინოსნების ფიზიკური დაპირისპირებიდან ერთი კვირა გავიდა – შსს არ ამბობს გამოძიების მუხლს
Next: თვითმმართველობის სხდომები საჯაროა და ჟურნალისტისთვის ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია – ქარტია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს

admin 22/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს – ერთს მძიმე დაზიანების, მეოთხეს ხულიგნობის ბრალდება წარედგინა

admin 18/10/2025
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

admin 02/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

05/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

05/11/2025
„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო

05/11/2025
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა munii_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა

05/11/2025
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა

05/11/2025
პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურადაა, მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“ muni_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურადაა, მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“

05/11/2025
ბათუმში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

05/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

05/11/2025
„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო

05/11/2025
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა munii_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა

05/11/2025
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა

05/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.